რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
შეხვედრაზე გაწმენდილი და აღდგენილი არხების სიგრძე გაზომეს

 

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი 2014 წლის 5 ნოემბერს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეში სარწყავ და სადრენაჟე სისტემებზე არსებულ პრობლემებზე, მის მოწესრიგებაზე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, რომელსაც კომპანია ამ მიმართულებით განახორციელებს.


როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, განაცხადა, სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპანია შიდა ქართლში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

 

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა მაგისტრალური და გამანაწილებელი არხები საერთო სიგრძით-807,21 კმ. რეაბილიტაცია უტარდება სიონის მაგისტრალურ არხს, სასირეთის, ჩოჩეთის ჭალის არხებს, შუა უბნის და კოდის სარწყავ სისტემებს, ტირიფონის მაგისტრალური არხის კალაპოტს.

 

სოფ. დვანის სავარგულების მოსარწყავად მიმდინარეობს სალთვისის სარწყავი სისტემების გამანაწილებლების სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე მოწყობილი ხვედურეთის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფელი ზემო ხვედურეთის და სტიქიის შედეგად, სოფელ ჭანდარში გადმოსახლებული მოსახლეობის სავარგულების წყალუზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სრულდება თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები. რეაბილიტაცია უტარდება კავთისხევის I და II აწევის სატუმბო სადგურის შენობების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების სადაწნევო მილსადენს.


,,აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მოგვარდება და გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. 
შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ." - აღნიშნულია რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.