რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
დროული გათბობა და გაზიფიცირება - საბიუჯეტო პროცესი სოფლებში

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, თანდართულ მასალებთან ერთად, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

 

პირველი შეხვდრები სოფლებში: კარალეთში, გარეჯვარსა და საქაშეთში ჩატარდა. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოში უკვე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება და პირველი ნალექიც მოვიდა, ადგილობრივები გათბობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ითხოვენ დაფინანსების გაზრდას. იქ, სადაც ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალი გაყვანილია, აბონენტად დარეგისტირების და ქსელში ბუნებრივი აირის ჩართვის დაჩქარება მოითხოვეს. სოფელ საქაშეთში კი გაზიფიცირება 2015 წლისთვის იგეგმება.

 

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, კარალეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება სურთ. რეაბილიტაციას საჭიროებს სოფელ გარეჯვარის საბავშვო ბაღი. დავით ონიაშვილი თანამშრომლებს დაპირდა, რომ შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. საბავშვო ბაღის პრობლემაა ასევე სოფელ საქაშეთში. ამ სოფელში მოსახლეობას სურვილი აქვს, რომ დაინიშნოს სკოლის ავტობუსი.

 

გამგებელთან ერთად სოფლებში მოსახლეობას სამსახურის უფროსები ხვდებიან და ადგილობრივებთან ერთად გეგმავენ მომავალი წლისთვის რომელი პრობლემის მოგვარებაა მოსახლეობისთვის პრიორიტეტი.

 

"მომავალ წელს არაერთი პროექტი განხორციელდება, მინდა ეს პროექტები ადგილობრივებთან შევათანხმო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მათთან შეთანხმებით. დავიწყეთ და იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს, აუცილებლად მოვაგვარებთ, ამისათვის გვექნება ხშირი შეხვედრები ადგილობრივებთან, მათი წინადადებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

 

მომდევნო დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შავშვების, ქვემო შავშვების, ნაწრეტის, ხურვალეთის, წითლუბანის და ნადარბაზევის მოსახლეობას შეხვდა. ამ სოფლებში ადგილობრივებს ძირითადად ავტობანის ქვეშ გაყვანილი გვირაბების მოწესრიგება სურთ. აქტუალურია ასევე სარწყავი წყალი. წითელუბანში მოსაწესრიგებელია ცენტრალური და შიდა გზები, ნადარბაზევის მოსახლეობას ყველაზე მეტად გამრიცხველიანების პრობლემა აწუხებს. შავშვების თემში შემავალ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემაც დგას. თითქმის ყველა სოფელში მათი მოგვარება უკვე დაწყებულია. რამოდენიმე პროექტი მიმდინარე წელსაც დასრულდება. 


შეხვედრის შემდეგ დავით ონიაშვილმა შავშვების კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი დაათვალიერა. კულტურის სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს. გამგებელი თანამშრომლებს დაპირდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში კულტურის სახლების რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნება. 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.