რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თამარაშენიდან დევნილი დედა გარდაცვლილი შვილის მემორიალურ ქვას კოტეჯში ინახავს
21 წლის ლევან ლაფაჩი 2008 წლის 24 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თამარაშენში ოჯახის წევრებმა მხოლოდ მისი დაკრძალვა მოასწრეს. ორ კვირაში ომი დაიწყო და 8 აგვისტოს, დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრებ ლაფაჩების ოჯახს ყველაფრის მიტოვება მოუწია. საფლავის ქვა და ღობისთვის საჭირო მასალები დევნილობაში ყოფნისას მიუტანეს. მაია ნასუაშვილი და ვლადიმერ ლაფაჩი გარდაცვლილი შვილის მემორიალურ ქვას დღემდე საცხოვრებელ კოტეჯში ინახავენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ლაფაჩები ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობენ. დევნილობაში ყოფნისას ხელისუფლებას თითქმის ყოველ წელს მიმართავენ, თუმცა არა რაიმე საყოფაცხოვრებო პრობლემით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შვილის საფლავის მონახულებაზე ნებართვის მოპოვების მიზნით. ამ საკითხის მოგვარების მცდელობას განსაკუთრებით მას შემდეგ შეუდგნენ, რაც გაიგეს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად საფლავების ნაწილი დაზიანდა.

ვლადიმერ ლაფაჩი:
სახლში არ ვთქვი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ საფლავი გადათხრილი იყო. ე.წ. ,,სნარიადი“ ჰქონდა დაცემული. მიწა ხომ ახალი მიყრილი იყო და სულ მთლად გაფანტულა. რა მომათმენინებდა, 2008 წლის სექტემბერში ჩუმად შევედი და ვნახე ჩემი შვილის საფლავი და რაც შემეძლო ხელით მიწა გავასწორე. ბევრი საფლავი ვნახე დაზიანებული, ფოტოები ქვაზე თითქმის აღარც ჩანდა. საფლავების უმრავლესობას მესერი დახვრეტილი ჰქონდა თამარაშენში.“



მაია ნასუაშვილი: ,,რაც ხეობიდან გამოვედი, მას შემდეგ ამ საქმეზე დავდივარ, ვიყავი ,,წითელ ჯვარში“, ვიყავი პოლიციის სამმართველოში, ასევე მაშინდელ გუბერნატორთან, მაშინდელ რეინტეგრაციის სამინისტროშიც, მაგარმ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ისიც კი მითხრა, თქვენნაირი დედა ქალბატონო იცით რამდენიაო? შეიძლება ბევრია შვილმკვდარი დედა, მაგრამ ჩემნაირ სიტუაციაში ალბათ არავინ არ არის, მე ვიცი რომ საფლავი დავტოვე და არის მოუვლელი. დედამთილი ოსი მყავდა და არიან მისი ახლობლები ცხინვალში, მაგრამ რომ ვთხოვე საფლავისთვის მიეხედათ, მათაც პრობლემები შეექმნათ და არის ასე მიტოვებული ჩემი შვილის საფლავი, ყველაფრის გარეშე. მაშინდელ რეინტეგრაციის სამინისტროსი შევიტანე განცხადება, კი დამიკავშირდნენ, მაგრამ დამპირდნენ, რომ ქართული მხარე ამ საკითს ერგნეთის ქართულ-ოსურ შეხვედრაზე დააყენებდა, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ შემეხმიანა.“

ვლადიმერ ლაფაჩი: ბევრჯერ შეგვპირდნენ დახმარებას, დაინტერესებულები ვართ, რა თქმა უნდა, რომ საფლავი არ წაიშალოს, რაღაცას მაინც გავაკეთებდი, ან შემოვღობავდი, ოთხ ბოძს მაინც ჩავსვამდი, მაგრამ არ დაგვადგა საშველი. მეორე სიკვდილია ჩვენთვის, როცა აღდგომის მეორე დღეს, მიცვალებულებს იხსენიებენ, გადიან დაღუპული ახლობლების საფლავებზე, მაგრამ ჩვენთვის, აღდგომის მოახლოება, ისევ ტკივილს აღძრავს ჩვენს გულებში და უფრო ამძიმებს ასეთ ცხოვრებას. აღდგომას ყველა ზეიმობს, ასეც უნდა იყოს, რადგან ქრისტე აღდგა, მაგრამ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ის დღე ახლდება, როცა შვილი დაგვეღუპა და განვიცადეთ უბედურება. ასეთ დღეში ვართ ყოველი წლის აღდგომას, რომ ჩვენი შვილის საფლავზე ვერ გავდივართ."



ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ნათესავების საფლავებს და სალოცავებს წელსაც ვერ მოინახულებენ. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე ვერ მიაღწიეს. ოსური და რუსული მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. გამონაკლისი 2015 წელს მხოლოდ ერთ სოფელში დაუშვეს, როცა სოფელ აძვის ეკლესიაში გორი-ატენის მიტროპოლიტს ანდრიას, მრევლთან ერთად, რამდენიმე საათით წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებდა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან ქართულ მხარეს ეს საკითხი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში ახსენდება. მისი აზრით, პრობლემა უნდა მოგვარდეს სისტემური შეთანხმებით, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დროს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქართული მხარე ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.



ფოტოზე: უცხოელი ჟურნალისტის მიერ გადაღებული თამარაშენი-კეხვის გზა, დიდი ლიახვის ხეობა

მანამდე კი მსგავს სიტუაციაში მცხოვრებ დევნილებს სასულიერო პირები ლოცვისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, ვისაც საფლავზე გასვლა დროებით არ შეუძლია, უნდა მივიდნენ ტაძარში მიცვალებულთა ხსენების დღეს და სთხოვონ მოძღვარს გარდაცვლილი ოჯახის წევრის თუ ახლობლის სახელზე სპეციალური რიტუალი შეასრულოს.

მამა გიორგი (გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მოძღვარი): ,,საფლავი ეს არის ჩვენ სანუგეშოდ დადგენილი, რომ ადამიანი გავიდეს, რადგან ძალიან ახლობელია ეს ადგილი, მითუმეტეს დედისთვის, ოჯახის წევრისთვის,მაგრამ ჩვენ თუ საფლავი არ გაგვაჩნია და გადაადგილება დროებით არ შეგვიძლია ჩვენი ახლობლების,ნათესავების, მეგობრების საფლავებზე, ეს არნიშნავს, რომ მათთვის მსახურება არ შეგვიძლია. ამ ადამიანებს ვურჩევთ, რომ ამ დღისთვის მივიდნენ ტაძარში და სთხოვონ სასულიერო პირს ამ ადამიანისთვის შეასრულოს პანაშვიდი და მოიხსენიონ მისი სახელი.“

დევნილების ნაწილის ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ სოფლებში მდებარე სალოცავებისა და საფლავების გაქრობა რუსულ მხარეს აქვს დაგეგმილი და მათ ადგილას სამხედრო ქალაქების გაშენებას ფიქრობენ. ეს ინფორმაცია სხვადასხვა ქართულ სააგენტოებზე რამდენჯერმე გაჟღერდა, თუმცა ცხინვალის ე.წ. ,,ხელისუფლება“ ამ განცხადებას არ ადასტურებს. ყველაზე მეტად დევნილებს ეს გეგმა აშფოთებთ.

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები, მაია ნასუაშვილი და ვლადიმერ ლაფაჩი, იმედოვნებენ, რომ სიცოცხლის პერიოდში შეძლებენ, დანიშნულების ადგილამდე თავად ჩაიტანონ საფლავის ქვა, რომელსაც მეათე წელია კოტეჯის სარდაფში ინახავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.