რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპში ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" - ,,ოცნებისკენ" დემარში გრძელდება

 

თავისუფალი დემოკრატები დატოვა თეა ხორბალაძემ, რომელსაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა. ხორბალაძე კასპის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსია.

 

თეა ბარნაბიშვილი - კასპის ბიბლიოთეკის გამგე.

 

ქეთევან წივწივაძე - კასპის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი.

 

კონსტანტინე წერეთელი - სოფელ ახალქალაქში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.

 

ასევე სამი ბაგა-ბაღის გამგე და გამგეობის სპეციალისტები.

 

ისინი 8 ნოემბერს დედაქალაქში დაგეგმილი  ,,თავისუფალი დემოკრატების" ერთიანი ყრილობის დელეგატები იყვნენ.

 

,,არ ვაპირებთ იმ ადამიანებს ვებრძოლოთ, ვისთან ერთადაც 2012 წელს ვიდექით. ამიტომ ვრჩებით კოალიაციაში" - აცხადებენ ისინი.

 

ამ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და, ამავე დროს, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის გუნდში საპარლამენტო ბიუროს შემდეგი თანამშრომლები: თემურ ხაბაძე, (ბიუროს ხელმძღვანელი) მიხეილ ბერიანიძე, ნინო ქოქაშვილი, ლელა გოგიაშვილი (ბიუროს თანამშრომლები და იურისტი) და რატი თათხაშვილი (გამგეობის საშვთა ბიუროს თანამშრომელი) ირიცხებიან.

 

რაც შეეხება საკრებულოს, აქ ,,თავისუფალი დემოკრატების" სტატუსით დილიდან უკვე აღარც ერთი დეპუტატია.

 

საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია  ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა
ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და
„ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და „ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
12:55 / 28.09.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე
ავტომობილი შეეჯახა.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
18:40 / 27.09.2026
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.