რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
სახალხო დამცველმა თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა
2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა.

აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონია, სადაც ზეწოლის შედეგად დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, დე ფაქტო მმართველობა სრულად აკონტროლებს მედიას, რეგულარულად იდევნებიან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები. ამ პირობებში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარ მეარაყიშვილი ერთადერთი ადამიანია ვინც ზეწოლის, დაშინების და მუქარის მიუხედავად, წლებია იბრძვის ახალგორში მცხოვრებთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების და სხვა უფლებების დასაცავად. თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუები და ბლოგები ერთადერთი წყარო იყო და არის ახალგორში შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2017 წელს მას ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება; ამჟამად კი მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, არ შეუძლია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მისი მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარდგენით, სახალხო დამცველი მადლობას უხდის თამარ მეარაყიშვილს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და მიიჩნევს, რომ ის მისაბაძი მაგალითია ყველა აქტივისტისა და ადამიანის უფლებების დამცველისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.