რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ვინ ავრცელებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში
ერთ-ერთი ბოლო მედიაკვლევის მიხედვით, უკრაინასა და საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად, რუსული ტელეარხები გადამწყვეტ როლს ვერ ასრულებენ. განსხვავებული სიტუაციაა მოლდოვაში. აქ რუსულ ტელეარხებს მოსახლეობაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც მკაფიოდ გამოჩნდა.

მოსახლეობამ პრეზიდენტად პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატი იგორ დოდონი აირჩია. რუსული პროპაგანდის თავისებურებების შესასწავლად, ჩვენ საქართველოდან უკრაინასა და მოლდოვას ვესტუმრეთ და იმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების შესწავლა გადავწყვიტეთ, რომელსაც კრემლი საკუთარი მესიჯების გასავრცელებლად იყენებს. ადგილობრივი ანალიტიკოსების დახმარებით, იმის გარკვევაც ვცადეთ, თუ ვინ ავრცელებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.



რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეები უკვე არაერთი ქვეყნის თავისტკივილია. კრემლი პროპაგანდისტულ მექანიზმს რეგიონში და არა მხოლოდ, საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად იყენებს. პროპაგანდის საბოლოო მიზანი, ქვეყნების დანაწევრება, შემდეგ კი, მათ მიერ არჩეული დასავლური კურსისგან გადახვევა და რუსულ რელსებზე შემობრუნებაა. სწორედ ამიტომ, რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი დასავლეთის დემონიზებაზე გადის და ის სხვადასხვა მანიპულაციური ხერხებითა და სენტიმენტების გაღვივების გზით, მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმისა და დასავლეთისადმი შიშის დანერგავს ემსახურება.

გარდა ფარული სტრატეგიული ტექნიკებისა, კრემლი საკუთარ მიზნებს არასდროს მალავს და რეგიონში მის ინტერესებს ღიად ახმოვანებს. რუსული პოლიტიკის იმპერიალისტური მიზნების საჯაროდ გახმოვანებას, არ ერიდება ფაშისტური შეხედულებების მქონე, კრემლის ცნობილი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი. საქართველოსთან მიმართებით, ის ღიად აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ, ჯერი უკვე სამეგრელოზე, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთზე მიდგება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მედია, ჰიბრიდული, ე.წ. ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლები (კულტურის და მეცნიერების მუშაკები, საჯარო ავტორირეტის მქონე პირები, ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, ანუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ხალხი უსმენს და გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე) და რელიგიური ინსტიტუტები – ეს რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელების ინსტრუმენტებია.



ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში პროპაგანდის გავრცელების საშუალებად სწორედ დასახელებული არხები გვევლინება. კრემლიდან პროპაგანდის დასაფინანსებლად წამოსული ფინანსური რესურსიც სწორედ ამ მიმართულებებით იხარჯება. აღმოჩნდა, რომ პროპაგანდის დაფინანსების სქემა ყველა ქვეყანაში საერთოა და ხელწერაც მსგავსია – გაუმჭვირვალობა და კონსპირაცია.

უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კიდევ ერთი თავისებურება, რაც საქართველოში პრორუსული მედიის დაფინანსების მიმართულებით ჩნდება, სამთავრობო უწყებების მიერ ისეთ მედიებთან გაფორმებული კონტრაქტებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის პლატფორმები არიან და სიძულვილის ენას აღვივებენ. რაც ირიბად იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლის პროპაგანდისტულ თამაშში ერთვება და მას ახალისებს. ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიამ საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ბიუჯეტის გადამხდელების თანხით, ისეთი ტიპის მედიას აფინანსებდა, რომელიც სიძულვილის ენას აღვივებს.



აღმოჩნდა, რომ დაფინანსების თითქმის იდენტური სქემა მოქმედებს უკრაინაშიც. ადგილობრივი მედიაექსპერტები განმარტავენ, რომ რუსული პროპაგანდის ფარგლებში, რუსული ფულით, ფარული წყაროების გამოყენებით, ფინანსდება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ასევე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, ფინანსების მოძრაობაში კვალის მოძებნა და რაიმეს ოფიციალურად დადასტურება, თითქმის შეუძლებელია.


გამოჩდა, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პრორუსული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანასები რჩება. მათი შემოსავლის წყაროების დადგენა და ფინანსური გამჭვირვალობა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას გააიოლებდა. თუკი ეს ქვეყნები ამ მიმართულებით მუშაობას არ გააძლიერებენ, პრობლემა, რომლის წინაშეც ისინი დგანან, კვლავ გადაუჭრელი დარჩება.


იხ. სრულად

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.