რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული, თითქმის 2 მლნ-იანი ტენდერი ჩაიშალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის სატენდერო კომისიამ მიიღო. კომისიის თავმჯდომარის, გელა კაპანაძის ხელმოწერით, კომპანია ,,ნურ ჰაშ-გეოს" დისკვალიფიკაციის შესახებ, წერილობით უკვე ეცნობა.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედბმა საგზაო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მასშტაბური პროექტის განხორციელება დააპირა, თელავში რეგისტრირებული ,,ნურ შაჰ გეოა". სატენდერო კომისიის წევრების ცნობით, ,,ნურ შაჰ გეომ" ვერ წარადგინა დოკუმენტაცია იმის შესახებ, სადაც აღწერილი იქნებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები, ასევე, ფინანსური მდგრადობის შესახებ, ინფორმაცია.

სატენდერო კომისიის წევრის, ალექსანდრე თარხნიშვილის განცხადებით, ტენდერი ჩაიშალა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ განხორციელდება: ,,რა თქმა უნდა, ტენდერს კვლავ გამოვაცხადებთ და ამას იხილავთ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე"  - ამბობს ალექსანდრე თარხნიშვილი.

რატომ არ მიიღეს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა გორში მოქმედმა კომპანიებმა? ამის თაობაზე, მერიაში პასუხი არ აქვთ. გორში სამი კომპანიაა: ,,იბოლია" (დეპუტატ მაკრახიძის მფლობელობაში), კომპანია ,,შარა" (დეპუტატ მაკრახიძის მეუღლის და ოჯახის წევრები კომპანია) და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1", (დეპუტატ მაკრახიძის მეგობრის, შოთა აბულაძის კომპანია).

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 6-თვიან პერიოდს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მეორედ გამოცხადდება, გამარჯვებულის გამოვლინების შემთხვევაში, სამუშაოები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განხორციელდება. ამასთანავე, სამუშაობის გადავადების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოების დემონტაჟიც გადავადდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.