ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ,,სამუშაო შეხვედრები" პერიოდულად იმართება. თავდაპირველად, დანიშვნის პერიოდში, მას სამუშაო თათბირზე Qartli.gE-ს ჟურნალისტის დასწრება არ სურდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა და გაფართოებულ შეხვედრებზე იძულებითი ზომების გამოყენება აღარ ისურვა. ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 24 ნოემბერს კი იგი ძველ ,,გადაწყვეტილებას" დაუბრუნდა.
,,რა კი სამუშაო თათბირია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებართვის გარეშე დასწრების უფლება არ გაქვთ" - განაცხადა იურიდიული სამსახურის უფროსმა ინგა ეკალაძემ, რომელსაც კონკრეტული მუხლის და კანონის საფუძვლის გარეშე, განმარტებების გაკეთება უყვარს.
ჟურნალისტის მიმართ სამსახურის ხელმძღვანელების, წარმომადგენლების და სპეციალისტების დამოკიდებულებას გამგებელი საკუთარი კაბინეტის სავარძლიდან აკვირდებოდა.
ფოტოზე: გამგებლის წარმომადგენელი სოფელ რუისში გია კუთხაშვილი
სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები