რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში
აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცლებს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო.

პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

„სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, მავნებლის გავრცელებას მნიშვნელოვნად შემაცირებს“
- აცხადებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე.

სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიურ წამლობას სახელმწიფო ჩაატარებს, ხოლო მცირე ფართობების დამუშავება ფერმერმა თავად უნდა უზრუნველყოს.



როდის უნდა ჩატარდეს სიმინდის ყანების შეწამვლა

აზიური ფაროსანა სიმინდის ნაყოფს აზიანებს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც მარცვალი რძისებრ სიმწიფეში შედის. სპეცალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელვანია კულტურის სწორ დროს შეწამვლა.

„ამ ეტაზე სიმინდი მაღალი რისკის ქვეშ არ არის, რადგან ნაყოფი ჯერ არ არის განვითარებული“- სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ კულტურის მავნებლისგან დასაცავად წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.



როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინიდის ყანებში

ნიკა მესხიძის თქმით, იმის გამო რომ ჯერ სიმინდს ტარო არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე ტადება. ეს ღონისძიება პირველადი ექფექტისთვის მნიშვნელვანია. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად კი საჭიროა, სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე ფერომონების დამონტაჟება, რადგან ბაღლინჯოს კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილებში ხდება, სადაც ფერომონებია განთავსებული და ამ ტერიტორიების დამუშავება მაღალი ეფექტის მომტანია. ასევე აუცილებელია საყანე ფართობებსა და მათ სიახლოვეს „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დადგმა.

მას შედეგ რაც სიმინდის ყანების გარე პერიმეტრი დამუშავედება და მცენარე ნაყოფს გაიკეთებს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე ყანაში ინაცვლებს. ამ ტერიტორიებზე ქიმიური წამლობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე , აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ლაშა შალამბერიძის თქმით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს
21:09 / 22.09.2026
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის
17:38 / 22.09.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.