რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის პატრულის გადაწყვეტილებით ავტორბოლა არც კომბინატის ტერიტორიაზე გაიმართება
გორის საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით, დრიფტერებს ერთდღიანი ავტორბოლის გამართვის უფლება არც კომბინატის ტერიტორიაზე მისცეს. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ავტოკლუბის დამფუძნებელმა შალვა აბულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრულო პოლიციის ქმედება, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქალაქებში მსგავსი წინააღმდეგობა არ ხვდებათ.

,,იმ დროს, როდესაც სიტყვიერი თანხმობა საპატრულო პოლიციისგან გაგვაჩნდა 24 ივნისს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოულოდნელად 23 ივნისს წერილობით გვატყობინებენ, რომ ქალაქის მთავარ მოედანს არ დაგვითმობენ. ამის შემდეგ, შევთავაზეთ დრიფტის გამართვა კომბინატის ტერიტორიაზე, ეს ადგილი კარგად იციან გორელებმა. საპატრულო პოლიციაში არც იქ მოგვცეს ამის უფლება. ვერც კომბინატს გადავკეტავთო. რასთან გვაქვს საქმე, იქნებ აგვისხნან?" -კითხულობს შალვა აბულაძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დიდი ხანია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებსა და გორელ დრიფტერებს შორის ,,კონფლიქტია", რაც იმაში გამოიხატება, რომ მსგავს კლუბებში გაწევრიანებულ მძღოლებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჯარიმებს უწერენ.

სოციალურ ქსელში ავტოკლუბში გაწევრიანებულმა რამდენიმე წევრმა არაერთხელ გამოაქვეყნა 200-ლარიანი ჯარიმის ქვითრები, რასაც თან ახლდა საპროტესტო განცხადება იმის შესახებ, რომ პატრული უსამართლოდ იქცევა. დევნის მიზეზად კი, საპატრულო პოლიციელები სხვადასხვა ადგილებზე მოწყობილ არალეგალურ რბოლას ასახელებენ, რომლის დროულ გამოვლენას ისინი ვერ ახერხებენ: ერთი ასეთი არალეგალური რბოლის ადგილია ტინისხიდიდან ავტობანისკენ გასასვლელ გზა, მეორე კი, - ხიდისთავი-უფლისციხის გზა, ე.წ. აზნეთის ტრასა.

შალვა აბულაძე ამბობს, რომ მიუღებელია ავტოკლუბისთვის არალეგალური რბოლები და ისინი მზად არიან ასეთი ფაქტები არსებობის შემთხვევაში დაგმონ.

რაც შეეხება 24 ივნისის ღონისძიებას, ავტოკლუბის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილების გამო, მათ სერიოზული მატერიალური ზარალი განიცადეს, რადგან საორგანიზაციო საკითხები უკვე მოგვარებული ჰქონდათ. კერძოდ, დამზადებული იყო ბანერები, მოძებნილი იყო სპონსორები, ასევე, მზად იყვნენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლების დასაქირავებლად თანხა (საათში 100 ლარი) გადაეხადათ.

შალვა აბულაძე ამბობს, რომ ჩაშლილი ღონისძიებების გამო, დაზარალდნენ არა მარტო გორელი კოლეგები, არამედ სხვა ქალაქებში მცხოვრები რბოლელები.

შეგახსენებთ, გუშინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გორის საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით, გორის ცენტრში დრიფტი (ლეგალური) აიკრძალა. ამის მიზეზად, გორის მერიის პრეს-სამსახური საავტომობილო ფედერაციიდან სამოტივაციო წერილის არარსებობას ასახელებდა. ავტოკლუბის წარმომადგენლებმა კი, ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი გამოაქვეყნეს. გამოაქვეყნეს ასევე საპატრულო პოლიციის გორის დეპარტამენტის უფროსის წერილიც. წერილის მიხედვით, ავტორბოლის გამართვის შემთხვევაში, ქალაქში დაზიანდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა - მონიშვნის ხაზები და ა.შ.

ავტოკლუბის წევრებისგან ისიც ცნობილი გახდა, რომ გასულ 2017 წელს დრიფტი გორის საკრებულოს წევრების ინიციატივით არ ჩატარდა. გორში ლეგალური ავტორბოლა 2012 წლიდან ტარდება. პირველივე წელს მთავარ მოედანზე მდებარე 100-ბიანიანი კორპუსის მცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს. კლუბის წევრები ამბობენ, რომ თუკი პროტესტი არსებობდა მცხოვრებლების მხრიდან, მაშინ, ადგილობრივ ხელისუფლებას ეს პროტესტი მანამდე უნდა გაეთვალისწინებინა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.