რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
NDI გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვას მართავს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 29 ივნისს, 10:30 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: სტალინის ქ. #7) საჯარო განხილვას გამართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებული იქნება გორის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მერი, დავით რაზმაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ქეთი ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი და ლელა ლობჟანიძე, ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორი NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე იქნება. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანზიაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად მართავს ერთიან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ. აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ათეულობით ათას
ლარს დახარჯავს.
მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ათეულობით ათას ლარს დახარჯავს.
10:51 / 21.09.2026
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და
იქ არსებული ბაღის აღსაზრდელებს დროებით სხვაგან გადასვლა უწევთ.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და იქ არსებული ბაღის აღსაზრდელებს დროებით სხვაგან გადასვლა უწევთ.
16:52 / 20.09.2026
ხელისუფლებამ მოქალაქეებს ფეხბურთის საყურებლად ღია სივრცეში მოუწოდა,
თუმცა ეკრანი მატჩის დაწყებისთანავე ჩაქრა.
ხელისუფლებამ მოქალაქეებს ფეხბურთის საყურებლად ღია სივრცეში მოუწოდა, თუმცა ეკრანი მატჩის დაწყებისთანავე ჩაქრა.
15:55 / 20.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემის
მოგვარება ისევ ჭიანურდება.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება ისევ ჭიანურდება.
13:20 / 20.09.2026
მასწავლებელი მშობლებს სკოლის განვითარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს და
მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მასწავლებელი მშობლებს სკოლის განვითარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.
12:30 / 20.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.