ახალი ამბები
ხიდისყურში სასმელი წყლის 700 000-ლარიანმა პროექტმა არ გაამართლა
სოფელი ხიდისყური კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე მდებარეობს. სასმელი წყლის მილები ერთი მხრიდანაც გაყვანილია და მეორე მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ხრიოკ ადგილზე გაშენებული დასახლება უწყლობას განიცდის.

2016 წელს ამ სოფელში კასპის მერიამ 700 000-ლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გარემონტდა კომუნისტების პერიოდში დადგმული რეზერვუარი. მილებით ნახევარი სოფელი დაქსელეს. დანარჩენი ნახევარი სოფელი მცხეთის მხრიდან გაყვანილი წყლის იმედად დატოვეს:

,,დღეს არც
ერთი მხრიდან გვაქვს წყალი, არც - მეორე" - ამბობს საბირა ალიოღლი, რომლის სახლში შვილის ოჯახი ცხოვრობს თავისი შვილებით. მისი სახლი სოფლის ზედა ნაწილშია აშენებული. მანქანა გაუფუჭდა, რომლითაც წყალს იმარაგებდა.

,,ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვართ. ძალიან ხრიოკი ადგილია. სარწყავი წყალიც კი არაა, რომ აქ ხეებმა იხაროს. ჩვენი ყოფა გაუსაძლისია," - ამბობს საბირა ალიოღლი.

ხიდისყურელი გულო ბაირამოვი ამბობს, რომ კასპის მერია ხიდისყურის წყლის პრობლემას რამდენიმე წელია ვერ აგვარებს. მას 2015 წელს სოფელში ჩვენი ვიზიტიც ახსოვს, ზუსტად ანალოგიურ პრობლემაზე:

,,იმის მერე იმედი გაგვიჩნდა. დაიწყეს საკითხის მოგვარება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც ვხედავთ, კასპის ხელისუფლებას არ შეუძლია ჩვენი პრობლემის მოგვარება. თვითონ ქალაქ კასპის მცხოვრებლებს ვერ მოუგვარეს წყლის პრობლემა და ჩვენ მოგვიგვარებენ? უფრო მეტად მცხეთასთან ვართ ახლოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საშუალება და უფლება რომ ჰქონდეს, ჩვენს საკითხს უფრო გადაწყვეტდა" - ამბობს გულო ბაირამოვი.

კასპის ყოფილი გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ მის პერიოდში დაწყებული საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო მისი მოღვაწეობის პერიოდში: ,,ჩემ დროს ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ ხიდისყურში. ახლა რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს პრობლემა მოგვარებული იყო" - აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი. ხიდისყურელები ამბობენ, რომ სოფლის გამოყოფილი 700 000 ლარი ეფექტურად არ გაიხარჯა.

ხიდისყურში მცხოვრები რახიდ შარიფოვი ამბობს, რომ უბნების დიდი ნაწილი მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით დაქსელა: ,,ჩვენ ჩვენი საკუთარი ფინანსებიც გავიღეთ, რომ უბნებში ქსელი გაკეთებულიყო. ერთი კვირა იმუშავა ამ ახალმა სისტემამ, ერთი კვირა," - ამბობს რახიდ შარიფოვი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სოფელს, რადგან არაა გამორიცხული ეპიდემია გავრცელდეს: ,,ჯერ ერთი, ის ბასეინები უპატრონოდაა მიგდებული. იქიდან თუ დღეში ერთი საათი უშვებენ წყალს, არავინ იცის, იმ ბასეინიდან რა წყალი მოდის. მეორეც, ის მცირე წყალი მხოლოდ იმ უბანს ყოფნის, რომელიც დაბლობშია. თანაც მრიცხველები არ აყენია და მოსახლეობა სარწყავადაც იყენებს. აუცილებელია, საჭირო ზომების მიღება,' - აცხადებს რახიდ შარიფოვი.

კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია ხიდისყურის დასახლების ის ნაწილი, რომელსაც ,,დაჩებს" უწოდებენ. სააგარაკო დასახლება რკინიგზის მეორე მხარეს მდებარეობს. იქ საერთოდ არაა გაყვანილი წყალი.

რა კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს კასპის მერია, ამის შესახებ მომდევნო მასალაში გვექნება საუბარი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დანერგილია მშობიარობის ეპიდურული გაუტკივარება, ამ მეთოდის გამოყენების შესახებ
"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგზაურ მეგობრებს ცუდი ამინდები შეხვდათ. ლუკას ვეგანო წერს, რომ წვიმამ კარავიც კი დაუსველა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
სამართალდამცველები რესტორანში 4 ეკიპაჟი პატრულისა და კრიმინალური
პოლიციის ამდენივე პიკაპით მივიდნენ.
სამართალდამცველები რესტორანში 4 ეკიპაჟი პატრულისა და კრიმინალური პოლიციის ამდენივე პიკაპით მივიდნენ.
23:02 / 16.02.2019
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ,,პიკაპის
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ,,პიკაპის" მძღოლმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
18:36 / 16.02.2019
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო
თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია
ასმათის წყალი -
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია ასმათის წყალი -
21:05 / 15.02.2019
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია
რესტო-ბარი ,,Black
Stars
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია რესტო-ბარი ,,Black Stars" ფუნქციონირებს. საიმიჯო კლიპი, რომელიც საიუბილეოდ დაამზადეს, გორის ძველი უბნებისა და ქალაქის ულამაზესი ხედებითაა სავსე.
19:09 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა -
მხილებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - მხილებულია 2 პირი
17:32 / 15.02.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.