ახალი ამბები
კასპში ცემენტის ქარხანა ღუმელის გაჩერებას გეგმავს
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, კასპში ცემენტის წარმოების შემცირებას პირველ აგვისტოდან გეგმავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაცო ცენტრს კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა.

ბოლო პერიოდში, ,,ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც კომპანია იძულებულია ეტაპობრივად დახუროს ქარხნები და ღუმელები.

,,ჰაიდელბერგცემენტი"  საქართველოში სამ ინტეგრირებულ ქარხანას ფლობს, ქვეყანაში ერთადერთი კლინკერის მწარმოებელია კომპანიაა. ერთი კვირის წინ, კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი მომუშავე 5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ ,,ჰაიდელბერგცემენტი" იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.

1 აგვისტოს კასპის ცემენტის ქარხანა შეაჩერებს კლინკერის გამომწვავ ღუმელს მუშაობას. კასპში ახალი საწარმოო ხაზის ასამუშავებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებდა ოპერირებას.

ახალი საწარმოო ხაზის დანერგვით იგეგმებოდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ეტაპზე კომპანიის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ დემპინგურ ფასების კონკურენციას ვერ გაუძლებს ახალი საწარმოო ხაზი.

ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ.

მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ აღნიშნული პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ასევე მოყვება ნახშირის ინდუსტრია და სხვა ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან.

27 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ,,ჰაიდელბერგცემენტის" პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კომპანიის დირექტორები გააკეთებენ განცხადებას ირანული ცემენტის დემპინგის მიმდინარე საფრთხეებსა და შედეგებზე.

განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ჰაიდელბერგცემენტის"   გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ.

იხ.ამავე თემაზე: ,,კასპიცემენტში" ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
გორში ,,ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა (VIDEO)
ახალგაზრდულ ფორუმზე 5 პროექტი წარადგინეს, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით შერჩეული 16 სკოლა და მისი
გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიური საბჭოს 7-ვე წევრმა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილს დაუჭირა
გორის სკოლა ,,ეისი" 3 წლისაა
მოსწავლეებმა და მშობლებმა, პედაგოგებთან ერთად, სასწავლებლის არსებობის 3 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
არაშენდაში ხეხილის ბაღის გაჩეხვაში ,,ცაცია" მამაკაცი ფიგურირებს (VIDEO)
,,იცოდნენ, რომ არ იყო ჩემი მეუღლე სოფელში. ეს ერთ ღამეშია მომხდარი. ორი კაცის ნავალია და ერთი ცაცია იყო.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
მარიამ ბაშარული ამბობს, რომ გაურკვეველ სიტუაციაში, თუმცა,
აღნიშნავს, რომ ცხინვალელი მედიკოსების დახმარებით, მისი შვილი თავს
კარგად გრძნობს.
მარიამ ბაშარული ამბობს, რომ გაურკვეველ სიტუაციაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ ცხინვალელი მედიკოსების დახმარებით, მისი შვილი თავს კარგად გრძნობს.
12:59 / 21.01.2019
დავით რაზმაძე დედასთან, ნინო ცეცხლაძესთან ერთად, კვიპროსში წლებია
ცხოვრობს. მისი მამა იყო ზაზა რაზმაძე, რომელიც,
დავით რაზმაძე დედასთან, ნინო ცეცხლაძესთან ერთად, კვიპროსში წლებია ცხოვრობს. მისი მამა იყო ზაზა რაზმაძე, რომელიც,
22:50 / 20.01.2019
ექიმებს და პოლიციელებს განუცხადა, რომ არ იცის იმ პირთა ვინაობა,
ვინც თავს დაესხა. შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22 საათზე მოხდა.

ექიმებს და პოლიციელებს განუცხადა, რომ არ იცის იმ პირთა ვინაობა, ვინც თავს დაესხა. შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22 საათზე მოხდა.

17:40 / 20.01.2019
საოჯახო ღვინის მარნის ,,შატო ატენის
საოჯახო ღვინის მარნის ,,შატო ატენის" ღვინოების პრეზენტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში 31 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს
16:47 / 19.01.2019
,,ჯიგულის
,,ჯიგულის" მარჯვენა მხარე ლოდების ქვეშ მოექცა. მძღოლი გადარჩა, რადგან იგი მარცხენა მხარეს იჯდა.
15:31 / 19.01.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.