საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობის პესპექტივები განიხილეს.
“სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა“, - განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ.
არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე ესწრებოდა.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები