რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მომავალი წლის პროექტები დაგეგმეს
რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება.

დღეს მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილეები შიდა და ქვემო ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.

„ახალი ფორმატის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ ორი რეგიონის პრიორიტეტები, პრობლემური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და გამართული მუშობა.“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მერებმა მნიშვნელოვან საჭიროებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე ისაუბრეს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების წარმომადგენლებთან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.