საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. კომფორტულ გარემოში ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები მოაწყობენ და დაგეგმავენ შეხვედრებს, მიაწვდიან ინფორმაციას ადგილობრივებს, იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე.
ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც. მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მე-16 ცენტრია. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტების ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
,,საზოგადოებრივი ცენტრი", რომელიც 10 დეკემბერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაათვალიერა, 9 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარე შიო ხეცურიანი, გუბერნატორის მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები