რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ახალი მედიის ასოციაციის განცხადება

 

8 დეკემბერს, "სამხრეთის კარიბჭის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ბრალდებულის და:“სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”. გამოცემის რედაქტორის, ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან სტატიის სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოყვა.

  

სტატიაში გაშუქებული იყო სამცხე-ჯავახეთის სოფელ გოგაშენში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის განცხადება, რომლის თანახმადაც პოლიციაში მას აიძულებდნენ ეთქვა ძმის ადგილსამყოფელი და "ეღიარებინა", რომ ძმას ეს თავად გააკეთებინა. მისი თქმით, მას პასუხის გაცემაც არ აცალეს და ცემა დაუწყეს: „სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ჯერ ხელით თავში და მერე უკნიდან წიხლებს მირტყამდა, თმას მწიწკნიდა და ტანსაცმელს მაგლეჯდა“.



აღნიშნული სტატიის ავტორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, მისგან სტატიიდან პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ მასალის შეცვლას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით აშინებდნენ - "თუ მაგალითად დაგაკავებენ, შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა, ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ".

 

10 დეკემბერს, გამოცემის ოფისთან, ასევე აქცია გამართეს ბრალდებულის ნათესავებმა, სადაც აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია და პოლიციას ბრალდებულის დისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. "სამხრეთის კარიბჭის” რედაქცია ვარაუდობს, რომ ამ აქციის უკანაც კონკრეტული პოლიციელები დგანან და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ ერევიან.

 

ახალი მედიის ასოციაცია(NMA) გმობს, შსს-ს მიერ გამომცემა "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე განხორციელებული ზეწოლისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტს, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება და აღკვეთონ ჟურნალსიტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.