რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მოხუცების ერთი დღე თავშესაფარში (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფარი ,,სახლი საზღვრების გარეშე‘’ უკვე ორი წელია ფუნქციონირებს.

თავდაპირველად თავშესაფარში 5 ბენეფიციარი ცხოვრობდა. ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში უკვე 9 ბენეფიციარი იმყოფება.

ერთ-ერთი მზრუნველის მელანო სილაგაძის თქმით, ხანდაზმულები თავშესაფარში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთაერ ოჯახში.

,,ყოველ დილით მოხუცები საერთო ოთახში იყრიან თავს, ეს არის მათი თავშეყრის ადგილი. აქ ისინი იხსენებენ ძველ ამბებს, უყურებენ სერიალებს, საუზმის შემდეგ ხშირად იკრიბებიან ეზოში, ჰყვებიან სახალისო ამბებს და ასე გაყავთ ყოველი დღე.“ - ამბობს მელანო სილაგაძე.

ამჟამად სახლს, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ სახურავი აქვს დაზიანებული და წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდმილა სალიამ დასახმარებლად გორის მერიას მიმართა.

,,ამ ეტაპზე თავშესაფარს არ აქვს იმის საშუალება, რომ შენობას სახურავი გამოუცვალოს. პრობლემის მოგვარებას გორის მერი კოტე თავზარაშვილი დაგვპირდა, იმედი მაქვს ზამთრის დადგომამდე მერია გაგვიწევს შესაბამის დახმარებას.“ - განაცხადა ლუდმილა სალიამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარის სახურავის რეაბილიტაციას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადბა, მომავალ კვირას კი სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადდება ტენდერი. სახურავის რეაბილიტაციისთვის თანხის 10% –ს გადაიხდის თავშესაფრის ხელმძღვანელობა, ხოლო 90% –ს გორის მერია დაფინანსებს.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ვეცდები, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ, რაც ვნახე და გავიარე.
12:57 / 06.10.2026
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი
გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები
აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
20:50 / 05.10.2026
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც
საზოგადოებაში ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურად იცნობენ, სოციალურ
ქსელში დაწერილი კომენტარების გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც საზოგადოებაში ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურად იცნობენ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
19:59 / 05.10.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის
მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო,
შეფერხებულია.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, შეფერხებულია.
18:36 / 05.10.2026
ხელოვანი ფრესკულ მხატვრობაში 20 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის
განმავლობაში შიდა ქართლსა და თბილისში 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
ხელოვანი ფრესკულ მხატვრობაში 20 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში შიდა ქართლსა და თბილისში 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
17:37 / 05.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.