რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ახალგაზრდებმა ოთხ თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივმა და გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ოთხ თვიანი აქტივობების შედეგები შეაჯამეს.

მოხსენებების დროს განსაკუთრებული აქცენტები მოზარდებმა იმ შევხედრებზე გააკეთეს, სადაც მათ გულახდილად საუბრისა და ინფორმაციის გაცვლის საშულება მიეცათ.

ერთ-ერთი იყო ომის თემა, რა დროსაც ახალგაზრდებმა ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროინდელი ისტორიები გაიხსენეს.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ახალდაბელი 16 წლის თამარ ლეკიშვილია. დღევანდელ კონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ თანატოლებთან გატარებული დღეებისა და მათთან ერთად განხორიციელებული ღონისძიებების შედეგად უფრო გახსნილი და აქტიური გახდა.

„ვხედავდი ბავშვებს, რომლებიც აქტიურად ჩანდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში. მეც მსურდა მათთან ერთად შესაძლებლობები მომესინჯა აქტივობებში. ვფიქრობდი რომ ეს ჩემი შანსი იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა. ამ დროის მანძილე საინტერესო ინფორმაცია მივიღე. უფრო გახსნილი და ჩართული გავხდი. ის მოლოდინები რაც მქონდა რამდენიმე თვის წინ შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად გამართლდა.“- ამბობს თამარ ლეკიშვილი.

პროექტში, ,,ახალგაზდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლში“ გორის მუნიციპალიტეტის სხვადსხვა დასახლებიდან 25-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. 17 წლის ასმათ ფაილევანიანის აზრით, აღნიშნულმა შეხვედრებმა თანატოლებთან ერთად ისეთ საკითხების არსზე დააფირა, როგორიცაა, დემოკრატია, გენდერი და არჩევნები.

„ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს სათანადო ინფორმაცია, როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის პროექტი, ისე რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. დემოკრატია, გენდერი, არჩევნები - ეს ის ტერმინებია, რომლებზეც ზოგადი წარმოადგენა მქონდა, ახლა უკვე ვიცი თითოეულის მნიშვნელობა და ერთმანეთთან კავშირის მნიშვნელობა. ვფიქრობ, ცნობიერების დონე ამ მხრივ ავიმღლე და მსგავს პროექტებში ჩართულობა სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დამეხმარება.“- აღნიშნა 17 წლის ასმათ ფაილევანიანმა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო მხარდაჭერილი და მას მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ახორციელებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათი განვითარებისთვის მუშაობას სამომავლოდაც აპირებს.

„ევროპაში ამას ეძახიან ოქროს სამკუთხედს, ერთ მხარესაა იდეებითა და მოტივაციით სავსე ახალგაზრდების ჯგუფი, მეორე მხარეს ამ იდეების განხორციელებაში გამოცდილი და კომპეტენტური ორგანიზაცია და მესამე მხარეს ამ ყველაფერში ხელის შემწყობი და მხარდამჭერი ხელისუფლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იყო და მზად ვართ ახალგაზრდების განვითარებისთვის კვლავაც აქტიურად ვიმუშაოთ ინდივიდუალურად თუ ორგანიზაციებთან ერთად.“- განაცხადა ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა დიმა გოგიაშვილმა.

ორგანიზაცია „ქართლოსი“ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და ადგილორბივ ახალგაზრდებს 4 თვის განმავლობაში აძლევდა საშუალებას აემაღლათ ცნობიერების დონე სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ საკითხზე, გვქონდა ტრენინგები ძალადობის, ბულინგის, გენდერული ბალანსის შესახებ, ასევე სიმულაციური ტამაშებით შევეცადეთ გვეჩვენებინა მათთვის რას ნიშნავდა მედიაცია და რა როლი აქვს მას ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის არსებული კონფლიქტის აღმოფხვრის პროცეში. ვისაუბრეთ სხვა ქვეყნების კონფლიქტების მაგალითზე ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები „ქართლოსში“ მყოფი EVS -ის მოხალისეები.“- აღნიშნა „ქართლოსის“ წარმომადგენელმა ლელა მაზმიშვილმა.

პროექტის განხროციელება მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და დღეს დასრულდა. ახალგაზრდებთან ერთად შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტის დასრულების მიუხედავად, ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთობებს არ წყვეტენ და თემში სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთმანეთს ახალ იდეებსა და მათი განხორციელების გზებს გაუზიარებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.