რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ინტერნეტ ბაზარზე სავარაუდოდ ქართლ-კახეთის მეფის - თეიმურაზ II-ის პორტრეტი იყიდება
ცნობილ ინტერნეტ მაღაზია 1Stibs-ზე გამოჩნდა პორტრეტი, რომელზეც, ქართველი მეცნიერების აზრით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-ეა გამოსახული. ნახატის ღირებულება დაახლოებით 67 ათას დოლარადაა შეფასებული.

პორტრეტი ეკუთვნის ლონდონის გალერეა „ Daniel Hunt Fine Art“-ს. აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატზე ირანის ცნობილი შაჰის, ქერიმ ხან ზენდის კარის ერთ-ერთი უცნობია წევრია. იქვე მითითებულია პორტერტის შესრულების თარიღი 1760 წელი.

საქართველოს ,,ხელოვნების სახლის“ ადმინისტრაციამ მისი შეძენა გადაწყვიტა. ,,ნახატის ზედაპირული დათვალიერებაც კი ცხადს ხდის იმ გარემოებას, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან და ხელოვნების ნიმუშთან, კერძოდ ქართლ-კახეთის სახელოვან მეფის თეიმურაზ მეორის პორტრეტთან.“ - აღნიშნავს გიორგი კალანდია, ,,ხელოვნების სახლის“ ხელმძღვანელი.

ოფიციალური მონაცემებით, თეიმურაზ მეფის ცნობილი გრავიურა იმპერატრიცა ელისაბედის ბრძანებით დამზადდა 1761 წელს ეფიმ ვინოგრადოვის (1725-1769) მიერ. გრავიორმა გამოსახულება თეიმურაზის იმ პორტრეტისაგან დაამზადა, რომელიც რუსეთის საიმპერეატორო კარის მხატვარმა ა.ანტროპოვმა (1716-1795) დახატა.

,,ანტროპოვის მიერ შესრულებული ტილო ამჟამად დაკარგულად ითვლება და მის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ზემოხსენებული გრავიურით შეგვიძლია ვიქონიოთ, ამ შემთხვევაში კი გასაყიდი პორტრეტის და გრავიურის შედარება ცხადს ხდის რომ საქმე გვაქვს იდენტურ გამოსახულებებთან: მეორდება ტანსაცმლის, მორთულობის, თავსაბურავის ყველა დეტალიც კი, ცხადია გამოსახულ პირთა სახის ნაკვთების მსგავსებაც“ - აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.

ხელოვნების სასახლის წარმომადგენლება ნივთის პასპორტი და დეტალური აღწერილობა მიიღეს, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი ექსპერტები (მხატვარი და რესტავრატორი) Sandy Mallet და Fabbio Mazzocchini და რომლითაც დადასტურებულია როგორც ნივთის ავთენტურობა, ისე მისი შექმნის თარიღი 1760 წელი (ეს უკანასკნელი ემთხვევა თეიმურაზის მოღვაწეობის -1700-1762 წლებს). მუზეუმმა ასევე მიიღო ნახატის სრული დიგიტალური პასპორტიც.

,,დიდი ალბათობით (90 პროცენტიანი) ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან, ეს უნიკალურიბა კი განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. საქართველოში არ არსებობს ამ ეპოქის ქართველ მეფეთა თანადროული პორტრეტი (იგულისხმება დაზგური ფერწერა) და ამ მხრივ ჩვენი შენაძენი პირველი იქნება 2. თუ საბოლოოდ დადასტურდა რომ პორტრეტის ავტორი დიდი რუსი მხატვარი ა. ანტროპოვია (რასაც ცხადყოფს ტილოს წერის მანერა და სტილისტიკა, მაშინ ნახატის ფასი გაცილებით დიდია, რადგან ამ ეტაპზე ცნობილია ანტროპოვის სულ 12 ტილო და ყველა მათგანი შედევრების ნუსხაშია შეყვანილი.“ - განმარტავს გიორგი კალანდია.

კალანდიამ, ნახატის შეძენის მიზნით, მხარდაჭერა მიიღო ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიასგან, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის - ლევან თაქთაქიშვილისგან და ხელოვნებათმცოდნე ლელო ჭიჭინაძუსგან
.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.