რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს,
25 სექტემბერს, გორში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
სხდომა გაიმართა და ორი განცხადება განიხილეს. ორივე განცხადება
ადგილობრივი ტელევიზიის, "თრიალეთის" ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის
სიუჟეტებს ეხებოდა.
მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ ერთი განცხადება ტელეკომპანია ,,დიას" დირექტორმა, მაია ტატულშვილმა შეიტანა. მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ,,თრიალეთის" ეთერში გასული ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.
მეორე განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, ნოდარ მეტრეველს ეკუთვნის. ნოდარ მეტრეველს პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც თავად მეტრეველიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობდა; მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
პირველი განცხადების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება). მეორე განცხადების განხილვის შემდეგ კი, ქარტიის საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა მიიჩნია, ხოლო მესამე და მეთერთმეტე არ დარღვეულა. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები