რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გალინა ქელეხსაევი ,,წითელი ჯვარს" შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ გამოკვლევას სთხოვს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა დაპატიმრებული მაია ოთინაშვილი წუხელ მოინახულეს. ამის შესახებ ოჯახის წევრებს, დღეს, დილით თბილისის ოფისის წევრებმა აცნობეს.

მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევი ამბობს, რომ მიღებული ინფორმაცია არადამაკმაყოფილებელია.

,,ჩემ შვილთან სანახავად წუხელ შესულან საპატიმროში. უკითხავთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც მაიას უპასუხია, რომ თავს კარგად გრძნობს. რომც ყოფილიყოს რამე , მაია ხმამაღლა ვერ იტყვის ცხინვალის ციხეში. ამიტომ, ვთხოვე წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს, რომ მეორედ შესვლისას, პირადად დაათვალიერონ მის ტანზე, არის თუ არა რამე დაზიანებები" - ამბობს გალინა ქელეხსაევი.

დედის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, განსაკუთრებით სოფელ წინაგარას სამხედრო ბაზაზე მოხდა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 29 სექტემბერს დაკავებულ მაია ოთინაშვილის საქმეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ხურვალეთში მცხოვრებ ქალს, არასრულწლოვანის დედას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს კი, ყოჩიევის წარმომადგენელმა აცნობა, რომ წინასწარი პატიმრობა 10 დღეს გასტანს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ამ ეტაპზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გაცვალეს და დიპლომატიურ კორპუსს ყველა ბერკეტის ამოქმედება სთხოვეს.

„თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რაც ჩვენს ხელთაა, რათა მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდეს. ცხელი ხაზით კომუნიკაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ და ამიტომაც არის ყველა ბერკეტი მობილიზებული. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი შეიძლება არსებობდეს. ამოცანა ისაა, რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა მასთან. ცხელი ხაზით ასევე მოთხოვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, რაზეც ამ ეტაპამდე ცხელ ხაზს არანაირი დასტური არ მიუღია, რაც რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გამოვთქვა იმედი, რომ ძალიან პრაგმატული და რაციონალური მიდგომა იქნება გამოყენებული.

„ჩვენ საქმე თავისთავად უკანონო ფაქტთან გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარია ქალზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელსაც ბავშვები სახლში ელოდებიან. ქალზე, რომელიც ამდენი წელია ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს. როდესაც ასეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია ამას არანაირი, არც სამართლებრივი და არც ადამიანური გამართლება არ გააჩნია და ჩვენი მოთხოვნაცა და მცდელობაც იქითკენაა მიმართული, რომ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.