რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალში მაია ოთინაშვილი ჟურნალისტებს შეახვედრეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა,
დაკავებული მაია ოთინაშვილი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეახვედრეს. ამის
ამსახველ ფოტომასალას ,,ოსინფორმი" ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბარში მაია ოთინაშვილმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, კოლონიაში კარგად ეპყრობიან და მშობლიურ სახლში სურს დაბრუნება. ჟურნალისტებთან მის შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი შს სამინისტროს პრეს-სამსახურის მარია კოტაევას ბრიფინგიც გაიმართა.
მარია კოტაევამ განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილის დედა არის ეთნიკური ოსი, ასევე, მეუღლეც ეთნიკური ოსია: ,,შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეთნიკური ნიშნით დევნაა გამორიცხეულია" - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მაია ოთინაშვილს ჰყავს ადვოკატი, რომელიც სისტემატიურად ნახულობს. ასევე, კოტაევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დაკავებული ქალბატონი 3 ოქტომბრის საღამოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მაია ოთინაშვილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, რუსი სამხედროების მეშვეობით, 29 სექტემბერს, საკუთარ მიწის ნაკვეთში დააკავა. თვითმხილველების ცნობით, სამხედროები ნაკვეთში ჩასაფრებულები იყვნენ. კაკლის ასაკრეფად ნაკვეთში მისული მაია ოთინაშვილი დააკავეს და ძალის გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.
ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მაია ოთინაშვილის დედამთილი ამბობს, რომ მის რძალს საზღვარი არ გადაუკვეთავს. ასევე, მისი თქმით, აბსურდულია ის გარემოებაც, რომ მაია ოთინაშვილი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასვლა-გადმოსვლაში ეხმარებოდა.
მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია. იგი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, რომ მხოლოდ მაიას სიტყვებს ნუ დაუჯერებენ: ,,მაია იქ ვერ იტყვის ამას, ამიტომ, ვთხოვე წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებს, რომ მონახულებისას პირადად დაათვალიერონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - გვითხრა გალინა ქელეხსაევმა.

ამავე კატეგორიაში

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal

,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''

დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები