ახალი ამბები
მერიამ ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს აპარატურა არ მისცა
კასპის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს აპარატურა არ მისცა. 13 ოქტომბერს ,,ამილახვრობა 2018“-ის დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩაივლის. ,,საღამოს თუ მოვიცალეთ, გავივლით“ - გვითხრა კულტურის სამსახურის უფროსმა თეო ხორბალაძემ. მისი თქმით, ისინი სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიდიან.

,,ამილახვრობა 2018“-ის გამართვა 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მოხალისეობრივ საწყისებზე დაიგეგმა. ღონისძიებაზე მონაწილეობას მომღერლები - სოფო ბათილაშვილი და კოსტა
მიიღებენ. ასევე ესტუმრებათ ლუკა კურტანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის“ წარმომადგენლბის დახმარებით, სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა სოფლის ცენტრში არსებულ სკვერი მოაწესრიგეს. სამოქალაქო აქტივობის შედეგებით მაშინ კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი დაინტერესდა. შეხვდა ახალგაზრდებს და დახმარებას დაპირდა: ,,ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით ვიქნებიო“ - დაპირდა მერებაშვილი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, დღეს, სოფლის ახალგაზრდები ტექნიკის დასაქირავებლად თანხას აგროვებენ. კასპის მერიაში ფიქრობენ, რომ სოფლის სახალხო დღესასწაული არასამთავრობო ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენს.

,,ქვემო ჭალის ღონისძიებას ატარებს ქალბატონი ცირა ხელაშვილი. შემიძლია, მისი ნომერი მოგცეთ და დაუკავშირდეთ“ - აცხადებს თეო ხორბალაძე. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის ,,ამილახვრობა“?

თეო ხორბალაძის განცხადებით, 13-14 ოქტომბერს იმართება ფოლკლორის ფესტივალი სამთავისში. ,,ამ ღონისძიებაზე იქნებიან სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები“ - ამბობს კულტურის სამსახურის უფროსი.




ფოტოზე: მანუჩარ მერებაშვილი ახალგაზრდებს ეუბნება, რომ მათი დაწყებული საქმით მოხარულია და ნებისმიერ დროს დაეხმარება.

სამთავისი და ქვემო ჭალა მეზობელი სოფლებია. მათ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი მანძილი აშორებთ. თეო ხორბალაძე ამბობს, რომ სამთავისის ფესტივალი უფრო ადრე დაიგეგმა, ვიდრე ამილახვრობა. ,,შესაბამისად, მერიას არ აქვს იმდენი აპარატურა, რომ მათ მისცეს“ - განმარტავს თეო ხორბალაძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა ცირა ხელაშვილს. მისი თქმით, ღონისძიება სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებით და ხელშეწყობით იმართება. იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი თემი გააქტიურდეს:

,,შემიძლია გითხრათ, რომ ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებაში და განხორციელებაში არავინ დაგვხმარებია. ახალგაზრდები მუშაობენ, შრომობენ. სოფლის მოსახლეობა თავადვე მოამზადებს ყველაფერს. იქნება არაჩვეულებრივი გარემო. საღამოს გაიმართება კონცერტი“ - ამბობს ცირა ხელაშვილი. რაც შეეხება ტექნიკას, ცირა ხელაშვილი ამბობს, რომ ტექნიკის დასაქირავებლად თანხას მართლაც აგროვებენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტმა ,,ამილახვრობის“ შესახებ ინფორმაცია ერთი თვის გაავრცელა.

,,ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს მიეძღვნება.

დაგეგმილია: სპორტული აქტივობები; ადგილობრივი სამზარეულოს და სასმელების დეგუსტაცია; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საზეიმო კონცერტი; ღონისძიება იმართება სამთავისის და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს ლოცვა-კურთხევით.

მხარდამჭერები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კასპის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი Art-Folk"


იხ. მასალები ქვემო ჭალელი ახალგაზრდების აქტივობების შესახებ:

ქვემო ჭალაში და ხურვალეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იაპონიიდან საჩუქრები მიიღეს

ქვემო ჭალაში ახალგაზრდა მოხალისეები სკვერს აწყობენ.

ქვემო ჭალიდან ევროპისაკენ - ახალი შესაძლებლობები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დანერგილია მშობიარობის ეპიდურული გაუტკივარება, ამ მეთოდის გამოყენების შესახებ
"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგზაურ მეგობრებს ცუდი ამინდები შეხვდათ. ლუკას ვეგანო წერს, რომ წვიმამ კარავიც კი დაუსველა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო
თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია
ასმათის წყალი -
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია ასმათის წყალი -
21:05 / 15.02.2019
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია
რესტო-ბარი ,,Black
Stars
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია რესტო-ბარი ,,Black Stars" ფუნქციონირებს. საიმიჯო კლიპი, რომელიც საიუბილეოდ დაამზადეს, გორის ძველი უბნებისა და ქალაქის ულამაზესი ხედებითაა სავსე.
19:09 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა -
მხილებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - მხილებულია 2 პირი
17:32 / 15.02.2019
მაგალითად, ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაიხსენა, თუ
როგორ არ გაუშვეს ეთერში მის მიერ მოპოვებული მასალა, რომელიც
წინასაარჩევნოდ 
მაგალითად, ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაიხსენა, თუ როგორ არ გაუშვეს ეთერში მის მიერ მოპოვებული მასალა, რომელიც წინასაარჩევნოდ 
15:45 / 15.02.2019
დოკუმენტი ერთდროულად ეხება ძიუდოისტთათვის სასტუმროს მომსახურებას
და სტადიონის ბალახის გაკრეჭვას

დოკუმენტი ერთდროულად ეხება ძიუდოისტთათვის სასტუმროს მომსახურებას და სტადიონის ბალახის გაკრეჭვას

14:31 / 15.02.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.