რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,დამთავრდა პრესა" - სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ნაომარ ქალაქში (VIDEO)
.საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ამომრჩეველს გორის თეატრში შეხვდა. მისი დაცვის გადაწყვეტილებით, შენობაში ამილახვრის ქუჩის მხრიდან შეიყვანეს, სადაც მსახიობები დადიან სამსახურში. სკვერში კი კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ტრანსპარანტებით ხელში, ელოდებოდნენ.

აქციის წევრებს შორის იყვნენ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა. ასევე 10-მდე აქტივისტი. განსაკუთრებით, აქტიურობდა გორში მცხოვრები იზო დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ  ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის წევრია აგვისტოს ომში. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, საქართველოს ადანაშაულებს. იმ დროს ხელისუფლების სათავეში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ.

იზო დოლიძის თქმით, 2012 წლიდან ბოლო დრომდე, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო. ,,ბოლოს, ყველაზე ცუდად მე შემომიტრიალდა ხელისუფლებაში მისი მოსვლა" - გვითხრა იზო დოლიძემ. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, მივიდა.

,,ჩემი სახლი ქალაქში ცენტრში მდებარეობს. სწორედ, ჩემი სახლის წინ ბზრიალებდნენ რუსის ტანკები. აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება - ეს ღალატია" - ამბობს იზო დოლიძე.

თეატრის დარბაზი გადავსებული იყო. წინა რიგებში პოლიტიკური თანამდებობის პირები ისხდნენ. ასევე, წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა ,,ააიპ"-ებში დასაქმებული პირები. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ ადამიანებს ვინც გარეთ დგანან, სწორედ, ჟურნალისტებმა უნდა მიაწოდონ დარბაზში მის მიერ წარმოთხმული სიტყვის შინაარსი.

,,ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან. მრავალეროვნება, მრავალენოვნება – ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სიმდიდრეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი დაშლის და ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა. ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან; რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ, თეატრის სკვერში სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი ქალბატონი შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ ის გრიგოლ ვაშაძის პერიოდში სამსახურიდან (საგარეო საქმეთა სამინისტრო) გაუშვეს: ,,იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გახდებით და მე ჩემ სამსახურში დავბრუნდები" - უთხრა ქალბატონმა კანდიდატს.

სკვერში სალომე ზურაბიშვილისთვის ერთ-ერთი ჟურნალისტი ცდილობდა კითხვის დასმას. დაცვის წევრებმა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალს კანდიდატთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სალომე ზურაბიშვილმა დაცვას ჰკითხა, თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მასთან კითხვის დასმას ითხოვდა. დაცვის წევრებმა უთხრეს, რომ იყო ჟურნალისტი: ,,დამთავრდა პრესა" - უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შეხვედრას გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლის მცხოვრებთა ნაწილი იმყოფებოდა. სოფელ ქერესა და ფლავისმანში მცხოვრები ადამიანები ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს
.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.