რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რუსული მანქანების ბიზნესი - გორში 3 პირია დაკავებული
შიდა ქართლის პროკურატურამ დააკავა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბრალი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა რუსეთიდან საქართველოში ათეულობით მანქანა ჩამოიყვანეს, დაალომბარდეს ბანკში, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში და შემდეგ, მანქანები დააბრუნეს რუსეთში.

გამოძიება რამდენიმე ეპიზოდზე მუშაობს. პროკურორებმა დაზარალებულად სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაცია სცნეს. დაკავებულია ორი პირი, აქედან, ერთს გირაო აქვს შეფარდებული. მეორეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუვიდა, ხოლო - მესამე ძებნილია.

პროკურატურას მოწმის სახით რუსეთის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელიც ჰყავს. ის ადვოკატის ინფორმაციით, დაუკითხიათ, თანაც სკაიპით.

,,ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რეალურად, არსებობს თუ არა ეს ადამიანი? ან ეკუთვოდა თუ არა მას ის მანქანა? ვიცით, რომ ის სკაიპითაა დაკითხული. თურმე, რუსეთში, რომელიღაც კომპანიას, გადასახადების დამალვის ფაქტზე, შეექმნა პრობლემა. დააკავეს მისი დირექტორი, ხოლო ქონებას, ძირითადად, მანქანებს რეალიზაცია გაუკეთეს. შემდეგ გამოდის ციხიდან ამ კომპანიის დირექტორი და აცხადებს, რომ მისი კუთვნილი პირადი მანქანა, არ იცის, საიდან მოხვდა საქართველოში“ - გვითხრა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ.

ნოდარ ცინცაძეს აინტერესებს, თუკი სასმართლო გამამტყუნებელ განაჩენს დაადგენს, ამ მანქანებს ვის დაუბრუნებენ?!

როგორც ირკვევა, რამდენიმე ათეული მანქანა დაყადაღებულია, მათ შორის, ისიც, რომელიც, უკვე, კერძო მფლობელებს ნაყიდი ჰქონდათ.

,,არის ერთი ასეთი ეპიზოდი: ერთ-ერთ მანქანას ყიდულობს საქართველოს მოქალაქე, ოფიციალურად. მიდიან მომსახურების სააგენტოში, იფორმებს საკუთრებად, შემდეგ მიდიან საფინანსო ორგანიზაციაში და კრედიტს იღებენ. ზუსტად სამ დღეში პოლიცია ამ ამანქანას აყადაღებს“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.


ადვოკატი განმარტავს, რომ რუსეთიდან მანქანების შემოტანის ფაქტი სადავო არაა, თუმცა, სადავოა ბევრი გარემოება:

,,ბრალდებულების ნაწილი ამ მანქანებს ქირაობდა რუსეთში ან ყიდულობდა. შემოჰქონდათ საქართველოში, იღებდნენ კრედიტს, შემდეგ კი, იხდიდნენ. არც ერთი ფაქტი არ დასტურდება იმისა, რომ რომელიმე მათგანს კრედიტის თანხა არ გადაეხადა“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

მისი ინფორმაციით, პირველ რიგში, შესაცვლელია გამოძიების ვერსია. ,,საქმე გვაქვს არა შესაძლო დანაშაულ
თან თანხის თაღლითურად მითვისებასთან დაკავშირებით, არამედ, კრედიტის შესაძლო უკანონო მოპოვებასთან. ქმედების ნაწილში თაღლითობის კვალიფიკაციის მინიჭება უსამართლოა“ - ამბობს ნოდარ ცინცაძე, ადვოკატი.

ნოდარ ცინცაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები საფინანსო ორგანიზაციებისთვის კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ: ,,მაგალითად, 20 ათასი ლარის კრედიტის აღების შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა საფინანსო ორგანიზაციას 22 ათასი ლარი დაუბრუნა. აქ სად ჩანს თანხის დაუფლება? პირიქით, ამ საქმის გამოძიების დაწყებით, საფინანსო ორგანიზაციები ნამდვილად დაზარლდნენ“ - იხსენებს ადვოკატი.

ნოდარ ცინცაძე განმარტავს, რომ ვიდრე პოლიცია ამ საქმით დაინტერესდებოდა, გადახდები საფინანსო ორგანიზაციების ანგარიშებზე სისტემატიურად ხორციელდებოდა.

,,რა წუთში ეს ხალხი დააკავეს, საფინანსო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები დაზარალდნენ. კრედიტის თანხას ვეღარავინ იხდის. ბრალდებულთაგან ერთი ძებნილია, ერთი გირაოს ქვეშაა და ერთს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გაუვიდა.“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

მისი განმარტებითვე, პოლიციამ გამოძიების დაწყებას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველი მისცა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ ამ საქმის შესახებ, არაფერი იციან.


ფოტოზე: ადვოკატი ნოდარ ცინცაძე
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.