რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი განიხილეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ივანე ზანგური დაკავებულ პოზიციიდან უახლოეს დღებში გათავისუფლდება. ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ 20 ოქტომბერს ჩატარებული საოლქო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

დღეს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი, ორივე საკითხი #24 –ე და #25–ე საარჩევნო უბნებზე, საოლქო კომისიის წევრის გურანდა ქურდოვანიძის საჩივარს ეხებოდა.

საჩივრის ავტორმა სხდომაზე განაცხადა, რომ #25–ე თეზის საუბნო კომისიის მდივანმა ივანე ზანგურმა, კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი, კოდექსით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დახურა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ივანე ზანგური დაკისრებულ მოვალეობას არა ჯეროვნად ასრულებს, კერძოდ: ჟურნალში ჩანაწერები რამოდენიმეჯერ აქვს გადახაზული. ხშირ შემთხვევაში არ ცხადდება საარჩევნო უბანზე და საქმე მიტოვებული აქვს.

თავდაპირველად საოლქო კომისიამ ხელფასის 50% –ით დაქვითვა მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნას მხოლოდ 5 კომისიის წევრი დაეთანხმა. კომისიამ საბოლოოდ ივანე ზანგურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა ‘’ გამოიტანა.

#30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა ნონიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ივანე ზანგური დაკავებულ პოზიციას უახლოეს დღეებში დატოვებს, რადგან ის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.


ივანე ზანგური სხდომას არ ესწრებოდა. მას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა. ზანგური ამბობს, რომ ამ საჩივრების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ იგი საოლქო კომისიის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს არ ესწრებოდა.

,,მე დიდი ხანია ვმუშაობ საუბნო კომისიაში მდივნად. ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემ მოვალეობას. წელს ისე მოხდა, რომ ვერ დავესწარი საოლქო კომისიის ტრენინგებს. იმიტომ, რომ არ მჭირდებოდა. შარშანაც დავესწარი, მაგრამ იქ ახალი არაფერი უთქვამთ. მე არ მჭირდებოდა ტრენინგები. ვეუბნებოდი, რომ ტრენინგები იმათთვის ჩაეტარებინათ, ვინც გამოუცდელია და ახალი მოსულია. აქედან კასპში სიარული არის საშინელება." - გვითხრა ივანე ზანგურმა.

მისი განმარტებით, წელს უბნებზე ბევრი გამოუცდელი კადრი მიიღეს და, შესაბამისად, ტრენინგების ჩატარება მათთვის იყო უმჯობესი. ივანე ზანგური აცხადებს, რომ საოლქო კომისიიდან შეუძლიათ ის ადამიანი გაგზავნონ მდივნად, ვინც მოესურვებათ.

მეორე სარჩელი, #24 –ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის მიმართ შედგა.

საჩივრის ავტორი თქმით, თავჯდომარემ ციალა ღუნაშვილმა და მდივანმა იამზე გოგიტიშვილმა, არასწორად შეადგინა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები.  კერძო
დ: არ იყო მითითებული პირადი ნომრები და სხვა მაიდენტიფიცირებული ნიშნები.

სხდომაზე გოგიტიშვილმა და ღუნაშვილმა ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს რომ პრობლემა აღმოფხვრილია.
საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა, #24-
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინურ გადაცდომაზე, თუმცა არცერთი დისციპლინური ზომის ერთეული არ გამოუყენებიათ, ღუნაშვილს და გოგიტიშვილს მხოლოდ სიტყვიერად მისცეს გაფრთხილება ოლქის კომისიის წევრებმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.