რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუები მოისმინეს
გორის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტში
სტუდენტებმა ქართულ – აფხაზური ბიოგრაფიული ინტერვიუები მოისმინეს,
ხოლო შემდეგ აფხაზი და ქართველი ექსკომპატანტის ინტერვიუებიდან
გაანალიზეს ემოციური მდგომარეობა. ისაუბრეს ომში
მონაწილეობის/არმონაწილეობის გამართლების მიზეზებზე; მხარეების
მორალური პასუხისმგებლობის საკითხებზე; გარე, მესამე ძალის - რუსეთის
ფაქტორის როლზე; ინდივიდის და საზოგადოების გამიჯვნასა და ომის
დაწყების მიზეზების ძიებაზე.
იდეის ავტორია გერმანული ორგანიზაცია ''Berghof Peace Support".
შეხვედრას ფასილიტირება გაუწიეს ქეთევან ვასაძემ (კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი) და დალი ვასაძემ ( ფსიქოლოგი; კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი).
„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ ახალგაზრდების დაინტერესებას ქართულ - აფხაზური/ ქართული - ოსური კონფლიქტის თემით. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც 2008 წელს საკუთარ თავზე განიცადეს შეიარაღებული კონფლიქტის საშინელი შედეგი და კარგად ესმით მშვიდობის ფასი, მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ აფხაზის თვალით დანახული შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ ინტერვიუ, გაეგოთ მისი ემოციური მდგომარება. წლების შემდგომ როგორ აფასებს მოვლენებს, მაშინ რას ფიქრობდა და ახლა რას ფიქრობს“-აღნიშნა ქეთი ვასაძემ.
გორის უნივერსიტეტში სტუდენტებთან ერთად შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„პარალელები გაივლო 2008 წლის აგვისტოს ომსა და აფხაზეთის კონფლიქტებს შორის. მოვისმინეთ ინტერვიუები ქართველის და აფხაზის, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ერთიდაიმავე კონფლიქტში იყვნენ ჩართულნი. ძალიან საინტერესოდ აღწერს აფხაზი მოქალაქე იმ პერიოდს თუ რას ნიშნავდა ქართველი მაშინ მისთვის და რატომ გახდა იძულებული იარაღი აფხაზების დასაცავად ხელში აეღო. ძალიან საინტერესო იქნებოდა მსგავსი ფორმატის ჩანაწერები ქართულ-ოსურ მხარესაც თუ მომზადდება. ამით კიდევ ერთხელ დავინახეთ როგორ დაყო მესამე მხარემ ერთად მცხოვრები ორი ეთნოსი და როგორ აიძულა ორივე მხარე ურთიერთობები და თანაცხოვრება შეეწყვიტათ.’’-აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მომწაილემ ხატია მუმლაძემ.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. საინტერესო აღმოჩნდა იმ ინტერვიუების მოსმენა რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული იმ შეიარაღებულ კონფლიქტში , გამოთქვეს საკუთარი აზრიც და დამოკიდებულებებიც . დამსწრეებს სურვილი ჰქონდათ შეხვედრის გაგრძელებისა და სურდაც ოსებთან ჩაწერილი ინტერვიუებიც მოესმინათ.ამჯერად მხოლოდ ქართულ აფხაზური მოვასწარით ვფიქრობ სამომავლოდაც დავგეგმავთ შეხვედრას. იმედი მაქვს ახალგაზრდებში ამ თემისადმი ინტერესი გაიზრდება და მსგავსი ფორმატის რონისძიებას უფრო მეტი ადამიანი დაესწრება. -ამბობშ შეხვედრის მონაწილე ავთანდილ ბიბილაშვილი.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები