რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში აქცია გაიმართა ოჯახისთვის ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ
გორის ცენტრში საღამოს გამართული აქცია
სასულიერო პირების თხოვნის შემდეგ, დაიშალა. გარდაცვლილი გოგონას
მამამ, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა, რომ მოძღვრის თხოვნას
ითვალისწინებს, თუმცა იმ აზრზე რჩება, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა
დაისაჯოს.
ბერიაშვილებისთვის 5 ნოემბერი კიდევ ერთი ტრაგიკული დღე აღმოჩნდა. მათ შს შიდა ქართლის სამმართველოში ის ვიდეომასალა ნახეს, რომელიც ბრალდებულის ტელეფონში ინახებოდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიშა ბერიაშვილი და მისი ბიძა, ხვიჩა ბერიაშვილი ადვოკატთან ერთად, ვიდეომასალის არსებობაში დარწმუნდნენ.
პოლიციიდან გამოსული ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები და მეზობლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. იყო დაკავებულის გადმოცემის მოთხოვნაც. ამას ითხოვდა მოქალაქეთა ნაწილიც, რომლებიც აქციას თანდათან უერთდებოდნენ.
მოთხოვნები იმდენად მკაცრი იყო, რომ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოძღვარმა გარდაცვლილი გოგონას მამასთან შეხვედრა ითხოვა. ამის შემდეგ, მიშა ბერიშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ ხალხს სთხოვა, რომ ეკლესიის მოთხოვნა გაეთვალისწინებინათ: ,,მე მოვიქცევი ისე, რომ ჩემ შვილს სამოთხეში შევხვდე" - განაცხადა მიშა ბერიაშვილმა.
2018 წლის 25 ოქტომბერს, წმინდაწყალზე, 9-წლის გოგონა გაუჩინარდა, რომელიც შემდეგ მკვდარი იპოვეს. გოგონა ცეკვაზე არ მისულა. პოლიციამ იმავე ღამეს წინასწარი შეცნობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 34-წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა. გოგონას დაკრძალვის დღეს, შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულს მორიგი - 141-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. წინასწარი პატიმრობის ვადაში ადვოკატი სხვა დეტალებს არ საუბრობს.

ამავე კატეგორიაში

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal

,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''

დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები