რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალის ცნობით ზნაურის რაიონში მავთულხლართების მონტაჟი განახლდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან, მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კმ-იანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

მათივე ცნობით, ამის მიზეზი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტების გახშირება გახდა. ,,ეხო კავკაზას" ცნობით, გამყოფ ხაზს უმეტესად დე-ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოქალაქეები არღვევენ.

,,წელს დაკავებული 460 პირს შორის 90% არის სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეები" -ციტირებს უშიშროების კომიტეტის განცხადებას ,,ეხო კავკაზა"

უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოქტომბერში, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში 58 მოქალაქე მოხვდა. აქედან 44 პირი დაჯარიმა, 4-ს ადმინისტრაციული სახდელი დაედო, 2 ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა. ხოლო 8 პირს გაფრთხილება მისცეს.

,,ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხურბათი აცხადებს, რომ ძირითად შემთხვევებში აკავებენ მოხუცებულ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციებს ვერ ღალატობენ და ახლობლების სანახავად გადადიან მეორე მხარეს. იგი ფიქრობს, რომ ბოლო დროს ცხინვალის მიერ გამკაცრებული ზომები, სწორედ, ასეთი ადამიანების წინააღმდეგა მიმართული.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ჯარიმების ოდენობა 20 ათას რუბლამდე გაზარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მუნიციპალიტეტი ყოველწლიური
სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება. ადგილობრივების თხოვნით შერჩეული
მუსიკალური სტუმრების ჰონორარისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით
ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტი ყოველწლიური სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება. ადგილობრივების თხოვნით შერჩეული მუსიკალური სტუმრების ჰონორარისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარი დაიხარჯება.

10:44 / 20.09.2026
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
17:12 / 19.09.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში დემოგრაფიული პრობლემა მწვავდება.
ადგილობრივები 90-იანი წლების მძიმე პერიოდს იხსენებენ, როცა სკოლაში
გაცილებით მეტი ბავშვი სწავლობდა, დღეს კი მიგრაცია და სოციალური ფონი
სასწავლებელს დაცარიელების საფრთხეს უქმნის.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში დემოგრაფიული პრობლემა მწვავდება. ადგილობრივები 90-იანი წლების მძიმე პერიოდს იხსენებენ, როცა სკოლაში გაცილებით მეტი ბავშვი სწავლობდა, დღეს კი მიგრაცია და სოციალური ფონი სასწავლებელს დაცარიელების საფრთხეს უქმნის.
15:28 / 19.09.2026
სასწავლო წლის პირველსავე დღეს საბავშვო ბაღებში კვების პრობლემა
შეიქმნა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტის მიწოდებაზე ბოლო
წუთს თქვა უარი, რის გამოც სააგენტოს ალტერნატივის სასწრაფოდ მოძიება
მოუხდა.
სასწავლო წლის პირველსავე დღეს საბავშვო ბაღებში კვების პრობლემა შეიქმნა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტის მიწოდებაზე ბოლო წუთს თქვა უარი, რის გამოც სააგენტოს ალტერნატივის სასწრაფოდ მოძიება მოუხდა.
12:45 / 19.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს
აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით
დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით დასრულდება.
12:01 / 19.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.