რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ოლეგ იაძე: ,,სირცხვილი იყო არჩევნების წაგება კასპში"
პარტია ,,ქართული ოცნების" შტაბის  წარმომადგენელი ოლეგ იაძე, მშობლიურ რაიონში,  მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მარცხს ადგილობრივ სამთავრობო გუნდს აბრალებს. ამის შესახებ იაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც 2012 წელს, და სილა უნდა გააწნას ნაციონალურ მოძრაობას.

,,პარტიის შტაბში დღეს დამინახეს ჟურნალისტებმა, თორემ მე 5 წელია მანდ ვარ. მე სულ ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვარ და თანამდებობის მაძიებლები მოღალატეებად მიმაჩნია. ნაციონალური მოძრაობა მარტო ხელისუფლების დასამარცხებელი არ არის, ნაციონალური მოძრაობა ხალხმა უნდა დაამარცხოს. არ ეგონა საზოგადოებას, თუ ასეთი შედეგი დადგებოდა პირველ ტურში.  მეორე ტურის არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც მაშინ 2012 წელს და ცხვირში სილა უნდა გააწნას სამუდამოდ, ისე, რომ აღარ იარსებობს ნაციონალურმა მოძრაობამ" - აცხადებს ოლეგ იაძე.

ოლეგ იაძე 2013 წელს კასპის გამგებელი იყო და ,,თავისუფალ დემოკრატებთან" დაპირისპირები გამო, პოსტი დატოვა. ,,მას შემდეგ ქართული ოცნების შტაბში სპორტის მიმართულებით ვმუშაობ და ოთახიც გვაქვს მეოთხე სართულზე. ის განცხადება თითქოს, მე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, გამოვჩნდი პარტიაში, სიცრუეა." - ამბობს იაძე.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ძველი გუნდის წევრებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

,,თუ დამაბრუნებენ კასპში და პარტიის ადგილობრივ გუნდს ვუხელმძღვანელებ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, თუმცა ამას პარტიის ხელმძღვანელობა წყვეტს და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. სირცხვილი იყო კასპში წაგება.  რატომ დავედით მაგ დონეზე, რომ კასპში ნაციონალებმა მოუგეს ქართულ ოცნებას? მე მაქვს ჩემი ხედვა,  ვიცი კიდევაც რატომაც წააგეს, თუმცა არ მინდა ვიღაცას ვაწყენინო, ჩემი მართალი სიტყვით და თავს შევიკავებ. კასპში არჩევნები არ უნდა წაგებულიყო, კასპში არჩევნების წაგებას დღევანდელ მანდაურ მართველ ძალას ვაბრალებ" - აცხადებს იაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.