რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კასპის მერი: ,, ონოფრიშვილის დაბრუნება რაიონში შედეგის მომტანი იქნება"
კასპში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლად ყოფილი პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი მიავლინეს. წარმოშობით კავთისხეველი ონოფრიშვილი მეორე დღეა უკვე თათბირებს ატარებს. საარჩევნო შტაბს კვლავ მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი ხელმძღვანელობს. 

მისი თქმით, რაიონში ონოფრიშვილის დაბრუნება შედეგის მომტანი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა კასპში, პირველი ტურის მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან 64 ხმით წააგო.

,,პირველ ტურში საარჩევნო კამპანიას გარკვეული ხარვეზები რა თქმა უნდა ჰქონდა. მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი,  საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც და ეხლაც, ვხედავ იმ ხარვეზებს და პრობლემებს, რაც არის. ხარვეზებს ვხედავ, მათ შორის,  ჩემს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი შვებულებაში,  შვებულების პერიოდში მაინც დავკავდი საარჩევნო საქმიანობით. თუმცა, ვფიქრობ,   უფრო ადრე უნდა დამეწყო საარჩევნო კამპანია, ვიდრე დავიწყე და ალბათ ამანაც მოიტანა ეს შედეგი, რაც დადგა არჩევნების დღეს კასპში. " - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი.

გასულ კვირას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას, კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ არჩევნების წაგებაში ადგილობრივი ხელისუფლება და პარტიის წარმომადგენლები დაადანაშაულა. იაძემ  წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვის  სურვილი გამოთქვა, თანაც გამარჯვების პირობით.

მანუჩარ მერებაშვილმა იაძის მოსაზრება მოიწონა. მისი აზრით, ოლეგ იაძის და სხა თანაგუნდელების ჩასვლა მუნიციპალიტეტში, შედეგის მომტანი იქნება საერთო საქმისთვის.

,,კასპის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი უკვე ჩამოსულია კასპში.   მეორე დღეა, როგორც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი შტაბში, შეუდგა მუშაობას. მას აქვს საკმაო გამოცდილება, რომ  სარჩევნო პროცესში გარკვეული რჩევები მოგვცეს. შტაბის უფროსი კვლავ მე ვარჩები" - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.