გორის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ვადა კვლავ დადგენილი არ არის
გორის ეპარქია გაითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ
რეკომენდაციებს და ეკლესიებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ამის შესახებ Qartli.ge_ს გორის ეპარქიის წარმომადგენელმა დედა
მარიამმა (ცეცილია) აცნობა.
„როცა სახელმწიფო მოგვცემს რეკომენდაციებს და საპატრიარქოდან გვექნება კურთხევა, მას შემდეგ ეკლესიები დამუშავდება სველი წესით დღეში 2-ჯერ. სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება ეკლესიის შესასვლელი, კარი და სახელურები, სველი წერტილები, ფანჯრები. ეს ის ადგილები, სადაც მრევლს უწევს შეხება.“- განაცხადა დედა მარიამმა.
რაც შეეხება ღვთისმსახურებას, მისი განმარტებით, არაფერი შეიცვლება და ზიარებაც ჩატარდება ჩვეული წესით.
„სადეზინფექციო სამუშაოებს ეპარქია ჩაატარებს საკუთარი ხარჯებით.“- დასძინა ეპარქიის წარმომადგენელმა.

სტატიის გამოყენების პირობები