გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ,,ქართული ოცნების" ინიციატივას შეუერთდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს ,,ქართული ოცნების" წევრები
და აპარატის თანამშრომლები სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. ამის
შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საჯარო მოხელეებმა აღნიშნული შემოწირულობისთვის თანხა აპრილის თვის ხელფასებიდან გაიღეს და მათ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 26 257 ლარი გადარიცხეს.
#StopCoV ფონდში შეგროვილი თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და აუცილებლობებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს.
ფონდში შენატანების ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფონდისთვის შემოწირულობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმაც გაიღეს.
ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 431-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5888 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571.
გამოჯანმრთელებული - 114, გარდაცვლილია სულ - 5 ადამიანი.
იხ. ამავე თემაზე: ხაშურის თვითმმართველობის წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

სტატიის გამოყენების პირობები