ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტიდან აგვისტომდე ლუგარის ლაბორატორია სულ 1000-მდე ტესტია გაგზავნილი.
,,ამ ათასიდან შვიდასი ტესტი მხოლოდ თანამშრომლებს ეკუთვნის, რომლებიც 3 დღეში ერთხელ გადიოდნენ სკრინინგს. მოქალაქეებისგან კი 300 ნიმუში იქნა აღებული." - აცხადებს ხათუნა შრუბი.
გორში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა 7 აგვისტოს დადასტურდა, ის ექიმს დაუდასტურდა. ექიმი გორის ჰოსპიტლის თანამშრომელია, თუმცა, როგორც მიწვეული სპეციალისტი, ,,გორმედშიც" მუშაობს.
ექიმის დაინფიცირების შემდეგ გამოკვლეულ იქნა 27 ნიმუში და კორონავირუსის მედდას დაუდასტურდა. დამატებით 60-ზე მეტი ნიმუში დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.















სტატიის გამოყენების პირობები