ქარელსა და ხაშურში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით 2 ადამიანი
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციიდან
გვაცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილთაგან ერთი 80 წლამდე მამაკაცი (ხაშურში), მეორე ასევე 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობამ 281-ს მიაღწია. სულ გაგზავნილი იყო 467 სინჯი. გამოჯანმრთელდა - 124 ადამიანი.
თვითიზოლაცია კი მოეხსნა 179 პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3316, მათ შორის - 1085 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაშია 2141 პირი.

სტატიის გამოყენების პირობები