რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სხვადასხვა
10 საინტერესო რეკლამა ძველი გორის გაზეთებიდან
თუ ძველი გორის გაზეთებს ჩავხედავთ, სულ სხვანაირი ქალაქი წარმოგიდგებათ თვალწინ. მაღაზიის დახლებზე შეგეძლოთ შეგეძინათ გრამაფონები და ასტაფონები თავისი ფირფიტებით. ასევე, გეყიდათ პეტერბურგის ,,კალოშები“. წასულიყავით კონცერტზე, სადაც მოისმენდით რუსულ-ბოშურ რომანსებს.

გაგესეირნათ სამეფო ქუჩაზე, სადაც თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ცენტრი იყო გახსნილი. გექირავებინათ ბინა ციხის უბანში. ავადმყოფებს კი ემკურნალათ ქირურგიულ სამკურნალოში.

1912 წლის გაზეთ ,,ქართლის“ რეკლამებიდან შეიტყობდით, რომ მიმდებარე სოფლებში ნაადრევი კომბოსტო იყიდებოდა. ასევე, წასულიყავით ,,ტფილისში“ მატარებლით, როგორც სააგარკო, ასევე, ჩქარი მატარებლით.
გორის 1-ლი გაზეთის შესახებ პირველი კვლევა ვასილ მამულაშვილმა ჩაატარა და გამოსცა ნაშრომი ,,გორის პირველი გაზეთი“. ავტორი აღნიშნავს, რომ გაზეთის მფლობელები ყურადღებას სწორედ გაზეთის იერსახეს აქცევდნენ. პირველ გვერდზე საყოფაცხოვრებო განცხადებები ქვეყნდებოდა, რომელსაც გაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რეკლამიდან მიღებული შემოსავლებით გაზეთი იბეჭდებოდა. მეორე გვერდი ძირითადად ქალაქის ამბებს ეძღვნებოდა. მომდევნო გვერდებზე კი, უცხოეთის ამბები მოსდევდა.

ავტორის აზრით, ეს ხატოვნად შესრულებული რეკლამები იმაზე უკეთ გადმოსცემს ძველი გორის ამბებს, ვიდრე რომელიმე სხვა ისტორიული წყაროები. გთავაზობთ, რამდენიმე მაგალითს:

1. იყიდება ,,კალოშები“

პეტერბურგის ,,კალოშებს“, იგივე ტრეუგოლნიკს ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავია გაზეთში. რეკლამის შინაარსის მიხედვით, იკვეთება, რომ ,,კალოშებს“ საკმაოდ კარგი და გამძლე ძირი აქვს. მკითხველს, პირველ რიგში, კალოშების ძირი ხვდება თვალში. იქვე მითითებულია, რომ პეტერბურგში ის პირველად 1860 წელს გამოუშვეს. შემდეგ მოდის, 1870 და1882 წლის გამოშვებები. რეკლამა კი, 1912 წლით თარიღდება.



2. გრამოფონები და ესტაფონები

სამეფო ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზიაში იყიდება გრამოფონები, თავისი ფირფიტებით. რეკლამაში წერია, რომ ამ გრამოფონებს არ ჭირდება ძაფების გამოცვლა. მყიდველს შეუძლია ფირფიტებიც იყიდოს.

რეკლამის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ წიგნის მაღაზია სამეფო ქუჩაზე მდებარეობდა. მაღაზია კი, ძმები ხარატიშვილების სახლში ყოფილა განთავსებული.





3. ქირავდება ბინები

იძლევა ქირით - ასე იწყება განცხადებები, რომლის მიხედვით, გორის ციხის უბანში მდებარე სახლების მეპატრონეები ოთახებს აქირავებდნენ.

მაგალითად, ელიზბაროვის ქუჩაზე მცხოვრებ ექიმი პაპატაშვილის სახლი მთლიანად ქირავდებოდა. აქ კლიენტს შეეძლო ოთახები ცალ-ცალკე ექირავებინა. განცხადების ავტორი უთითებს, თუ რამდენი ოთახი პირველ და მეორე სართულზე. იქვე მინიშნებაა, რომ სახლი ახალი გარემონტებულია.

ამავე ციხის უბანში, მოქალაქე სოლოღაშვილი აქირავებდა ოთახებს სახლის პირველ სართულზე თავისი სამზარეულოთი.



4. გიწვევთ კონცერტზე

განცხადების მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას იღებდა რუსულ-ბოშური რომანსების შემსრულებელი ლუბა სტკაჩოვისა. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მომღერალი გიორგი ჩუბინიშვილი. ხოლო როიალზე უკრავდა ვ. სიგაევისა.

ბილეთის ფასი იწყებოდა 30 კაპიკიდან 3 მანეთამდე. დასაწყისი 9-ის ნახევარზე.



5. იყიდება საკერავი მაშინები


საკმაოდ ვრცელ განცხადებას ავრცელებს ,,ახანაგი ზინგერი და კომპანია“. ისინი მომხმარებლებს აუწყებენ, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მათი სახელით ,,მაშინებს“ ჰყიდიან.

,,ზინგერი და კომპანიას“ ცნობით, მათი მაშინები იყიდება მხოლოდ მუჩაიძის მაღაზიაში, სობოროს ქუჩაზე, ბანკის ქვეშ. ხოლო თითქმის იმავე სახელწოდების ფირმის, ,,კამპანია ზინგერის“ მაშინებს არ ენდოთო. როგორც ჩანს, ,,ამხანაგ ზინგერსა და კომპანიას“ გამოუჩნდა კონკურენტი ,,კამპანია ზინგერის“ სახელწოდებით.

,,ჩვენი ფირმის მაშინები იმათ არა აქვთ. ჩვენი მაშინები განსაკუთრებით კეთდება საზღვარ გარედ. არიან უმაღლესის ხარისხის. განირჩევიან მსუბუქ, უხმო ტრიალითა და უვლიან ყოვლად სუფთა და ლამაზ გვირისტს. ამასთანავე, თვითოეულ ჩვენს ნამდვილ მაშინას მაშინის ხელზე გამოსჭრილი აქვს მთავრობისგან დამტკიცებული აქვს ზემოთ მოყვანილი ნიშანი, რომელსაც რუსულად აწერია: ,,ამხ. ზინგერი და კომპანია“.



6. სტამბა დიასამიძის სახლში

ერთ-ერთი განცხადებიდან ჩანს, რომ სამეფო ქუჩაზე არსებობდა ამხანაგობა, რომლებმაც სტამბა დააარსეს. ამ სტამბაში იკინძებოდა წიგნები ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე.

ამხანაგობა კლიენტებს სთავაზობდა წიგნის და საკანცელარიო ნივთების საკაზმავ მომსახურებასაც.



7. წიგნის გამოწერა

გაზეთ ,,ქართლის“ რედაქცია მკითხველს ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას წიგნის ,,მოლიპულ გზაზე“ გამოწერას სთავაზობს. ქაღალდზე აკინძული წიგნი 600 გვერდიანი იყო.

ხელმომწერს უნდა გადაეხადა 1 მანეთი. შემდეგში ერთი ორად გაძვირდებაო - აფრთხილებდნენ მკითხველებს.



8. მატარებლები ტფილისამდე და პირიქით

საინტერესო ცნობაა მატარებლის განრიგის განცხადებაში. ირკვევა, რომ მგზავრებს თბილისამდე მგზავრობა შეეძლოთ როგორც სააგარაკო, ასევე, ჩქარი და საფოსტო მატარებლით. თითოეულის ფასი განსხვავებული იყო.



9. ფოტოგრაფიის სტუდია

სამეფო ქუჩაზე მდებარეობდა აგრეთვე ფოტოატელიე, რომელიც იასონ ფურცელაძეს ეკუთვნოდა. ფოტოგრაფიის სტუდია გახსნილი იყო ქიტიაშვილის სახლში.

,,გადიდება სურათებისა არსებით ზომამდე ყოველგვარ ძველ და ახალი სურათებიდან“ - აღნიშნულია განცხადებაში.




10. ექიმის მომსახურება

ექიმი მიხეილ სპირიდონის ძე კობერიძე იღებს პაციენტებს დილის 9 საათიდან 12 საათამდე. საღამოს კი, 5 საათიდან 19 საათამდე. მისამართი არ წერია, როგორც ჩანს, ამ ექიმს ყველა იცნობდა. განცხადებაში ყურადღება მხოლოდ სავიზიტო საათებზეა გამახვილებული.

გორში არსებობდა ასევე ქირურგიული კერძო სამკურნალო ზანგურიძის სახლში. ეს სამკურნალო მდებარეობდა სობორნისა და სემინარიის ქუჩის კუთხეში. ქირურგიულ სამკურნალოში 10 საწოლი იყო განთავსებული. ,,მწოლიარე ავადმყოფების მიღება შეიძლება ყოველდღე. გარედან მოსიარულე ავადმყოფთ მიიღებენ შემდეგი ექიმები:

გვერდწითელი გ. - შინაგანი, ბავშვების, კანისა და ვენერიული ავადმყოფები.
მესხიევი ს. - ქირურგიული ავადმყოფი.
კობერიძე მ. - ქირურგიული, სამშობიარო და ქალურ სნეულებით ავადმყოფები.
გინსბურგი - კბილების ავადმყოფები.
რჩევისათვის: 50 კაპ ღირს საწოლები. ცალკე ოთახი 4 მან.- ოპერაციები, კონსულიუმი, ელექტრონით წამლობა, მასაჟი (ზელვა), ყვავილის აცრა, ძიძათა შემოწმება და სხვა შეღავათიანი საფასურით“ - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.