გორში, თენქგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მდებარე
განათების კოშკურაზე მამაკაცი ავიდა, რომელიც გადმოხტომით
იმუქრებოდა.
შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოში აცხადებენ, სტადიონზე ოპერატიულად მივიდნენ
მაშველები, რომლებმაც მოქალაქე კოშკურიდან ჩამოსვლაზე დაითანხმეს .
ცნობისთვის, აღნიშნული პიროვნება ორი დღის წინ, სტალინის სახელობის კვერში არსებულ ნაძვზეც ავიდა. ის ხიდან საკუთარი სურვილით ჩამოვიდა.
მსგავს მეთოდს აღნიშნულმა მოქალაქემ გასულ წლებშიც არაერთხელ მიმართა.
იხილეთ ვიდეო Qartli.ge-ს არქივიდან:
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები