რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ჩიტიხევის ამბები - ოსური სოფლის გასაჭირი


ქარელიდან სულ რაღაც 7 კმ მანძილზე სამი პარატა სოფელია - ჭანდრები, ხეობა და ჩიტიხევი. იმის იქით ნასოფლარებიაო, გვითხრეს ხეობაში.

ჭანდრები და ხეობა თითქმის ერთმანეთზე გადაბმულებია, ჩიტიხევი კი, იმით გამოირჩევა, რომ სწორედ ამ სოფლის შესასვლელში მთავრდება მოასფალტებული გზა. ვიწრო ხეობაში 20-მდე სახლია ჩამწკრივებული. მდინარის პირას კი, მოწყობილია ხის სკამები, სადაც მეზობლები, როგორც ვიფიქრეთ, საღამოობით ნახირის დაბრუნებისას იკრიბებიან.

მიჩვეულები ვართ, რომ ასეთ პატარა სოფლებს თავისებური სახელი აქვთ. ჩიტიხევიც ასეთად ჩავთვალეთ. ეს ის ადგილია, სადაც ოდესღაც თვლიდნენ, რომ ძალიან ბევრი ჩიტია.

დასახლება ერთი ფეხის ნაბიჯზე

ჯერ სიარული არ დაგვიწყია, რომ ფაქტობრივად სოფლის გასასვლელში აღმოვჩნდით. გზადაგზა ეზოებიდან ძაღლები გვიყეფავდნენ, ისინიც მიხვდნენ, რომ უცხოები ვიყავით. გავამზადეთ კამერა გადასაღებად, გავშალეთ კამერის სადგომი და ორი პატარა ბიჭი მოვიდა - რა უნდა გაზომოთ? გზა? გზა უნდა გააკეთოთ?

,, - არა, ჩვენ მეგზევეები არა ვართ, ჟურნალისტები ვართ“ - ვუპასუხეთ ბავშვებს და მივახედრეთ, რომ ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვინც გზის სიგრძე და სიგანეს ზომავს.
,, - რა გაინტერესებთ?“ - გვკითხა ერთმა კაცმა.
,, - გვაინტერესებს, თუ რა ხდება აქ“ - ვუპასუხეთ მამაკაცს.
,,რა ხდება და მარტო ვცხოვრობ, დახმარებას არ მინიშნავენ“ - გვიპასუხა დაახლოებით 70-წლის მამაკაცმა. აღმოჩნდა, რომ ის სრულიად მარტო ცხოვრობს, არც ცოლი და არ შვილები ჰყავს.
ამასობაში ძაღლების ყეფის ხმაზე მეორე მეზობელი გამოვიდა. ,,რომ ვილაპარაკო, გამოვა რამე?“ - გვკითხა მან.
,,თუ არ ვილაპარაკეთ, ვინ რას გაიგებს? თუ არ გავაგებინეთ, ვინ რას გადაწყვეტს?“ - ვუპასუხე დაახლოებით 60-წლის მამაკაცს. გვთხოვა, რომ მარტოხელა მამაკაცთან ინტერვიუს როცა მოვრჩებოდით, მასაც გავსაუბრებოდით.

გიორგი ჩოჩიშვილი - აზოტის ქარხანაში მიღებული ტრავმის შემდეგ

19-წლის იყო, როდესაც აზოტის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს სასადილოში მოიწამლა. სავარაუდოდ, სასუქის მიღების გამო. იმდენად ცუდად გახდა, რომ ფეხს ვეღარ ამოძრავებდა.

გიორგი ჩოჩიშვილმა 11 წელი საწოლში გაატარა. 19 წლის ასაკიდან 30 წლამდე საწოლიდან წამოდგომა ვერ შეძლო. ამბობს, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები ასეთ მდგომარეობაში გაატარა:

,,ფეხზე რომ წამოვდექი, ბევრის გაკეთება არ შემეძლო. სახლში ვშრომობდი. მერე არეულობა რომ დაიწყო, ჩემი ძმა წავიდა ჩრდილოეთ ოსეთში. იქ მუშაობა დაიწყო და ჩვენც წავედით ცოტა ხნით. ორ წელიწადში ისევ დავბრუნდით და მე ჩემი მშობლები.“ - ამბობს გიორგი ჩოჩიშვილი. მისი მშობლები გარდაიცვალნენ. ხოლო დედმამიშვილებიდან ერთი ძმა და და დარჩა. ამ სახლში კი, თვითონ მარტო ცხოვრობს.

მეხეთიდან ჩიტიხევამდე
ლილი მარღიშვილი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. შვილი ცოტა ხნის წინ, გულის შეტევით გარაეცვალა. ცხოვრობს რძლის სახლში. თვითონ სოფელ მეხეთიდან არიან წარმოშობით.
,,მეხეთი ამჟამად დაცარიელებულია. აღარც კედლებია შემორჩენილი. იქიდან წამოვედით არეულობის პერიოდში. დავსახლდით ჩიტიხევში. სოციალურ დახმარებას ვითხოვ, თუმცა არ დამინიშნეს.“ - ამბობს დალი მარღიშვილი.

სიმნივესთან ბრძოლა

დალი მარღიშვილისა და იური დარსაველიძის ოჯახში 9 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახის ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს ის ავადმყოფობაა, რაც დალი მარღიშვილს აწუხებს. სიმსივნის გამო, მისმა მეუღლემ 4 წლის პენსია წინასწარი აიღო. ამ ოჯახისთვის მთავარი საზრუნავი სწორედ ამ სიმსივნესთან ბრძოლაა. ქარელის მერიის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, წამლებისთვის მხოლოდ 30 ლარი გამოუყვეს წელიწადში.





ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.