„ღმერთის ანაბარად ვართ“ - გენადი ბოსიკოვი ყობიდან
სოფელი ყობი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქიდან 37 კილომეტრის დაშორებით. ყობი ბოლო სოფელია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.
ყობს ესაზღვრება ჩორჩანა და წაღვლი, ასევე წნელისი, რომელიც ოკუპირებულია.

ყობში ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც სოფელი 90-იანი წლების კონფლიქტის დროსაც არ დაუტოვებია.

გენადი ბოსიკოვი ყობში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავლის რეალიზაციაა. ამბობს რომ ბოსტნეული საკუთარი ხელით მოჰყავს, რომელსაც შემდეგ ხაშურის ბაზარში ყიდის.

ბაზრამდე გზა კი საკმაოდ გრძელია, მან ჯერ სოფელ წაღვლამდე 3 კილომეტრი უნდა გაიაროს რომ ავტობუსამდე მივიდეს.

Qartli.ge-ს ჟურნალისტი გენადი ბოსიკოვს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა Qartli.ge-ს გადამღები ჯგუფი სოფელში არ შეუშვა. პრეს-სამსახურში განგვიმარტეს რომ უწყებების წარმომადგენლები ყობში ჩვენს უსაფრთხოებას ვერ დაიცავენ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ათწლეულებია ელექტრო ენერგია არ არის, მოსაწესრიგებელია გზები, არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი, არ დადის ტრანსპორტი.

„დენი 1991 წლის
შემდეგ სოფელში არ არის. ინფორმაციას რადიოთი ვიღებ. სასმელ წყალს სოფელ აბანოდა ტრაქტორით ვეზიდები, ეს სოფელი ჩვენიდან 3 კილომეტრშია. იქ სიარული ყოველ დღე მიწევს, ოჯახს ბევრი წყალი სჭირდება. არ გვაქვს მაღაზია, ხაშურში დავდივარ კვირაში ერთხელ პროდუქტი რომ ვიყიდო. უახლოესი ავტობუსი წაღვლში ჩერდება იქამდეც 3 კილომეტრია. ასე ვიტანჯებით აქ. 90-იან წლებში შევარდნაძემ ჩამოგვიყვანა და დაგვტოვა ღმერთის ანაბარა, მას შემდეგ ჩვენი ამბავი არავის მოუკითხავს“- გვეუბნება გენადი ბოსიკოვი.

ყობის მკვიდრი ხელისუფლებისგან დახმარებას და ყველა იმ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რომელიც ბოსიკოვებს აწუხებთ.

„ერთადერთი ვაჟა ლომიზე მოდის, ჩვენი სოფლის წარმომადეგნელი. ხაშურის მერი ვინ არის არც ვიცი, თვალითაც არ მინახავს“-აცხადებს ყობის მკვიდრი.

Qartli.ge ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ რომ ელექტრო ენერგიის პრობლემა ოჯახს უახლოეს მომავალში მოუგვარდება.

„ჩვენ ყობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი არაერთხელ დავაყენეთ შესაბამის უწყებებთან, რის შემდეგაც USAID-ის დახმარებით სოფელში მზის პანელების დაყენება გადაწყდა. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სასმელ წყალს, ყობში ჭა ამოვიღეთ და წესით წყლის პრობლემა ბოსიკოვებს არ უნდა ჰქონდეთ, ასევე ვუყიდეთ წყლის საქაჩი და როდესაც დენი გაკეთდება მოტორით სარგებლობაც შეეძლებათ. ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტი არ გვყავს, შესაბამისად ვერავის დადავალებთ იქ სიარულს, მუნიციპალიტეტში კერძო კომპანიები ოპერირებენ. გზის პრობლემა კი ღიად რჩება, ჩვენი ძალებით რისი გაკეთებაც შეგვიძლია ვაკეთებთ“- უთხრა Qartli.ge-ს ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურმა ნინო სუხიაშვილმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
რა სიაახლებს სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, ვისაც მომავალში მართვის მოწმობის აღება სურს,

ბოლო დაკითხვისას როცა გაიყვანეს, ვაჟა მოდიო, ქართულად უთხრეს, პატივისცემით ეპყრობოდნენ

,,ეგენიც ისეთივე მოვაჭრეები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ისინი გარეთ დგანან, ჩვენ კი, შიგნით, სუფთა ადგილზე.

,,არ მიყვარს, როცა რაღაცას ტოვებენ. მით უმეტეს ჩვენ ცენტრში ვმუშაობთ. ერთ ადგილას დატოვე, მეორე

გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.