გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ზიარების არსი და წესი დეტალურად განმარტა.
იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი უფრო მეტად ასაკოვან და შეზღუდული შესაძლებლობის პირებში ვრცელდება, კურთხევა გასცა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა სტიქაროსნებმა შექმნან ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაესაქმებიან მოხუც ან ავადმყოფ ადამიანებს.
მრევლს კურთხევა მისცა ილოცონ დაავადებული ადამიანებისთვის. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესია მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ურჩევს ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი;
პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.
ხშირად უნდა გამოიყენონ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად.
,,შეგახსენებთ იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ - ,,უფალო შემიწყალე.“ როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას." - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები