რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დამატებით 3 ადამიანს დაუდასტურა და საერთო რიცხვმა 47-ს მიაღწია.

მათ შორის, 2 ახალი შემთხვევა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში პირველად დღეს დადასტურდა.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის განცხადებით, ინფიცირებულები არიან 25 წლამდე ასაკის 1 ქალი და ერთი მამაკაცი. მათგან ერთი იუნკერია.

,,ჩვენთან ამ წუთას იმყოფება 59 პაციენტი, აქედან 32 არის სამხედრო მოსამსახურე და 27 სამოქალაქო პირი. გუშინ გავაგზავნეთ 11 ნიმუში და 11 ნიმუშიდან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე პირი არის 25 წლამდე, ერთი მათგანი არის იუნკერი, მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, ჩამოფრინდა 16 მარტს და იმყოფებოდა კარანტინში, სადაც დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურული რეაქცია და 18 მარტს გადმოყვანილი იქნა გორის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკურად მასთან ძალიან სუსტად არის გამოხატული სიმპტომატიკა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის გახლავთ ქალბატონი, რომელთანაც სიმპტომატიკა არის გამოხატული ცხელებით. მასაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 20 მარტს ჩამოფრინდა და აეროპორტიდან მოხვდა პირდაპირ ჩვენთან, ბოქსირებულ განყოფილებაში. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია,“- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, 1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.