რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,როდესაც 17 მაისი დგება" - თინა თაყაძის ბლოგი
COVID-19-ის პანდემიამ და მისით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ლგბტ თემის წევრები, საქართველოშიც, რთულ ვითარებაში ჩააყენა. ბევრი მათგანი საარსებო წყაროსა და თავშესაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამ თემაზე უფლებადამცველმა თინა თაყაძემ სპეციალურად qartli.ge-სთვის მოამზადა ბლოგი, რომელიც სწორედ ლგბტ თემის წევრების მძიმე ყოფას ეძღვნება. თინა თაყაძე გორელია. გთავაზობთ, მის ბლოგს.

,,ჩვენი, სხვადასხვა ერის და ქვეყნის ცხოვრებაში უეცრად, კოვიდ19 გამოჩნდა.

"უხილავი სიკვდილი" ასე ვუწოდებთ ყველა ერთხმად და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ. რომელი ქვეყნის შვილი, სად ცხოვრობ, ვინ გწამს, როგორ ცხოვრობ, რას მიაღწიე და ვინ გიყვარს.

ეს უცნაური, უარყოფითი ემოციაა, რომელიც გაშფოთებს, გასუსტებს....

ძნელია, საიდან მოგეპარება რომ არ იცი და გიწევს ამ რაღაც უსახო, უფერო, უფორმო და უყველაფრო მტერთან ერთად, თანაცხოვრება ისწავლო და მერე, შეძლო.

ეს, ახლა. რამდენიმე თვეა რაც დაემართა ნახევარ მსოფლიოს და უფრო და უფრო უჭირთ მარტო, საკუთარ ოჯახებში ან საკუთარ თავებთან გამოკეტვა.

ჩვენ, სოციალიზაცია გვჭირდება. მოძრაობა, ჩვენი საქმის კეთება და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

აბა, ახლა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ იმ ადამიანების ცხოვრება. იმ ადამიანების ცხოვრების რამდენიმე კვირა და თვე კი არა, მთელი ცხოვრება. რომლებიც სიძულვილის, ძალადობის, ვერ გაგების, სიკვდილის შიშს, დიდხანს და ისე ებრძვიან და უფრთხიან, როგორც ახლა, ყველა ერთად კოვიდ19 -ს?

ლგბტქ ადამიანებისთვის, მთელი მათი ცხოვრება ერთი დიდი სიძულვილის, ჩაგვრის, არშემჩნევის, ანდა შემჩნევის შემთხვევაში წამების და საბოლოოდ, მათი სიცოცხლის ხელყოფის "პანდემიაა".

ხო, ისეთივე საშიში, უხილავი სიკვდილის მოლოდინით ცხოვრება, ყველას ერთად რომ დაგვემართა, ახლა.

ახლა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კოვიდ19 - გან სახელმწიფო, ჯანდაცვა დაგვიცავს რამენაირად. ვიცით რომ გასაჭირის შემთხვევაში უცხო ადამიანები, ერთმანეთს დახმარების ხელს გავუწოდებთ.

ახლა, წარმოიდგინეთ, ლგბტქ ადამიანები, რომლებსაც არც (ხშირ შემთხვევაში) ოჯახი იმჩნევს და სახელმწიფო კი, პირიქით, იმჩნევს და არაფერს აკეთებს მათ დასაცავად. მათ ხედავს, მაგრამ არაფერს აკეთებს მათი განადგურების თავიდან ასაცილებლად.

"არ გკლავთ, მაგრამ არც სიცოცხლის და ცხოვრების გაგრძელებაში გეხმარებით. იყავით სადამდეც გაძლებთ. ოღონდ, ჩუმად და თქვენთვისო".

როდესაც 17 მაისი დგება, უფრო მეტად უმძაფრდებათ შიში, დაუცველობის განცდა. ჰო, ზუსტად ისე, ყველა ერთად კოვიდის არსებობამ პირველ დღეებში რომ დაგვაბნია და შეგვაშინა. მაგრამ ეს ვირუსი მალე გაივლის. ისევ და ისევ ადამიანების, სახელმწიფოს და ჯანდაცვის სისტემის დახმარებით. მაგრამ ჰომოფობია? როდის გაუვლით ლგბტქ ადამიანებს სიძულვილის შიში? ალბათ, კიდევ დიდხანს არა. რადგან ამისთვის არც საზოგადოება იბრძვის და არც სახელმწიფო.

ჩვენ, ვერ ვუძლებთ ,,კოვიდ 19" პიკს ორი-სამი კვირით, რომ გადაგვივადებენ ხოლმე.

ლგბტქ ადამიანების ჩაგვრას და სიძულვილს კი, ვადა არა აქვს.

პირიქით, ყოველი წლის მაისის დასაწყისში, ახალი ძალადობრივი დაჯგუფებები იქმნება. ზოგი ჭინჭრით დარბის, ზოგი სკამით, ზოგიც კი, უბრალოდ ზის და კომბლებს თლის. ეს ჯგუფები, საზოგადოების სახელით და მათ დასაცავად ცდილობენ, თავს დაესხან ლგბტქ ადამიანებს. მაგრამ, ახლა დავფიქრდეთ აბა.

მაშინ, როდესაც ასე გაუჭირდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მარტოხელა დედებს, მარტოდ დარჩენილ მოხუცებს, სოც დაუცველებს, ყველას, თითქმის მთელ საქართველოს. სად არიან ის ადამიანები? რატომ არ გვიცავენ შიმშილისგან, სიცივისგან....?

იმიტომ, რომ მათ საირთოდ არ ადარდებთ საზოგადოება. მათ, არ უყვართ, ადამიანი და რაღა თქმა უნდა, ვერ ეყვარებათ ის ღმერთი, რომელსაც ყველა ადამიანი უყვარს და ჩვენგანაც იმავეს ითხოვს.

ხშირად, თქვენც მათ სიტყვებს იმეორებთ და ამბობთ:

"იყვნენ სახლში! ვინმე უვარდებათ? თავიაანთ ოთახებში, რაც უნდათ ის ქნან" - აი, ამას ამბობთ ხოლმე თქვენც.

თქვენ და ჩვენ, რომელთაც ერთი სული გვაქვს, დასრულდეს ეს კარანტინი რომ ადამიანურად ცხოვრება გააგრძელოთ.

თქვენ და ჩვენ, რომლებიც ორი თვით სახლში მშვიდ და სიყვარულით სავსე გარემოში ცხოვრებას ვეღარ ვუძლებთ.

სახლში ჯდომას ურჩევთ მათ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ აქვთ სახლი და ვისაც აქვს, იმ სახლში ის საერთოდაც არ უყვართ, პირიქით....

რამდენი ღია და რამდენი ფარული ჰომოფობიის მსხვერპლია, ვინ მოსთვლის?

ასეა, ჩემო ძვირფასებო. მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია, ბოლო მოვუღოთ კოვიდ19 - ის და ჰომოფობიის პანდემიას ერთად.

და ჩვენ, ვალდებულებიც კი ვართ, ეს გავაკეთოთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.