ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მეჯვრსიხეველი ხვიჩა მღებრიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცოტა ხნის წინ, ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

მღებრიშვილს 3-თვიანი პატიმრობის ვადა 3 ოქტომბერს ეწურებოდა, თუმცა იზოლატორი ვადაზე, 10 დღით ადრე დაატოვებინეს.

მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ერგნეთში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, გახდა ცნობილი. მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 3 ივლისს დააკავეს.

შს სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. მისი ინფორმაციით, მღებრიშვილი გადაყვანილი იქნება საკარანტინო სივრცეში კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

10 აგვისტოს კი წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილმა ,,საზღვარი" ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. ცხინვალის ,,კგბ"-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მღებრიშვილი ,,აღიარებს", რომ ღამურები ლუგარის ლაბორატორიისთვის ჭირდებოდა.

ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ მღებრიშვილმა ჩვენება წამების შიშით მისცა. ცხინვალის იზოლატორში წამების ფაქტები მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთი პატიმარი სწორედ აღიარებითი ჩვენების იძულების დროს გარდაიცვალა.

,,იზოლატორში ქართველები ვნახე, კარგად არიან, რაც შეეხება ღამურების ამბავს, ეს არის სრული სისულელე, რა თქმა უნდა. ზოგადად ცუდად არ მექცეოდნენ," - განაცხადა მღებრიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის
წევრი,
1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი,
23:32 / 04.12.2020
ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ უფასო
ტესტირების ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ.
ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ უფასო ტესტირების ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ.
20:58 / 04.12.2020
"ვიღაცამ დააკაკუნა, ფანჯარაში გავიხედე და ფანჯრის რაფაზე საფენებში გახვეული ბავშვი დავინახე.
18:10 / 04.12.2020
გამოჯანმრთელდა - 98 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 151 პირს.
გამოჯანმრთელდა - 98 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 151 პირს.
17:17 / 04.12.2020

"ირაკლი ანთაძემ დამირეკა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა თქვენ ქმარსო.

13:51 / 04.12.2020
ვიდეორეპორტაჟი
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
,,წელს გვალვა იყო. 150 ტონა ქერის ნაცვლად, 50 კილოგრამი მომივიდა. წყალი არაა.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.