ახალი ამბები
,,ხაშურმედი" კოვიდცენტრად ყალიბდება - ,,გორმედში" საწოლებს ამატებენ
,,გორმედის" ქსელში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დამოუკიდებელ კორპუსში ახალი, 35 საწოლზე გათვლილი კოვიდის კლინიკა ყალიბდება, ხაშურში კი, - 90 საწოლიანი კლინიკა მთლიანად კოვიდცენტრად გარდაიქმნება.

ამის თაობაზე განცხადებას ქსელის მთავარი ხელმძღვანელი გია სავანძე ავრცელებს.

მისი თქმით, ხაშურის კლინიკური საავადმყოფო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს პაციენტებს.

,,ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი კოვიდის კლინიკა მძიმე შემთხვევებისთვის, დამატებით, ,,გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო კოვიდცენტრად 90 საწოლზე სრულად დაიტვირთება, რომელიც არა მხოლოდ გორის ან ხაშურის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს.'' - აცხადებს გია სვანაძე.

პარალელურად, ახლა, კლინიკაში, 100 ზე მეტი მძიმე სტაციონარული პაციენტი იმართება, მათ შორის, ინვაზიური კარდიოლოგიური ჩარევის, მძიმე კარდიოლოგიური შემთხვევები, ინსულტების, რეანიმაციული და მწვავე ქირურგიული, ასევე, ემერჯენს პაციენტები.

,,სტაციონარული პაციენტების გარდა, კლინიკა დღეს 70 მწვავე გადაუდებელ (ემერჯენსი) ამბულატორიულ შემთხვევას მართავს და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. პალალელურად, ინფექციური პათოლოგიები და ყველაფერთან ერთად, ერთადერთი დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც ამ შემთხვევაში ცხელების ცენტრად არის ჩამოყალიბებული და ყოველდღიურად გვიწევს საეჭვო პაციენტების მიღება.'' - აღნიშნავს სვანაძე.

მისი განმარტებით, ,,გორმედის" ქსელი, კოვიდის დიაგნოსტიკის მიმართულებით, საკვლევი მასალების და კოვიდზე აკრედიტირებული ლობორატორიების სიმძლავრეების გათვალისწინებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან რეგულირდება, აბსოლუტურად დროულად და ხარისხიანად ახორციელებს კვლევებს.

,,გორმედის" საუნივერსიტეტო კლინიკა გახლავთ ერთადერთი დაწესებულება რეგიონში, რომელიც ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ მომსახურებას ეწევა, ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც რეგიონში ფტიზიატრიულ ამბულატორიულ სერვისს აწვდის პაციენტებს, ასევე, ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც პალიატიურ ზრუნვას უზრუნველყოფს, ანუ ტერმინალურ სტადიაში მყოფ პირებს სტაციონარულ მკურნალობას და ბინაზე ამბულატორიული მომსახურების სერვისს აწვდის, მართავს 112-ზე შემოსულ ზარებს, ასევე, რეგიონში ერთადერთი სისხლის ბანკი მოქმედებს აქ, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და სხვადასხვა რეგიონის 40-მდე კლინიკას უზრუნვერყოფს სისხლის კომპონენტებით.

,,ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ვერაგი დაავადებაა, რამდენად სწრაფია გავრცელების მასშტაბები. უპირატესობა ენიჭებათ მიზნობრივ ნაკადებს, რომელთა ტესტირებაც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ეს მიზნობრივი ნაკადები კი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში - იტალიაში, ესპანეთში, ევროპის ყველა ქვეყანაში, რუსეთში, თურქეთში, აშშ-ში, გაცილებით მეტი და ჭარბია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა ამას გათვლიდა სამედიცინო პერსონალით თუ ინფრასტრუქტურით." - განმარტავს კლინიკის დირექტორი.

თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ტესტირება, ამის თაობაზე, უპირატესობა ეძლევათ მაღალი რისკის მქონე პირებს, ესენი არიან:

• ცხელების ცენტრებსა და კოვიდკლინიკებში მოხვედრილი პაციენტები;
• სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტები პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევებით;
• სამედიცინო პერსონალი - ემერჯენსის, მწვავე-გადაუდებელი განყოფილების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული განყოფილებების თანამშრომლები.
• სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები, დიალიზის მომსახურე პერსონალი, დიალეზზე მყოფი პაციენტები, თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარები და მათი მომსახურე პერსონალი;
• პისიარ ლაბორატორიის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები;
• ახლადდადასტურებული შემთხვევები.

,,მინდა ტესტის გაკეთება", არ არის ტესტირების საფუძველი და მიზეზი. რისკჯუფში შემავალ პირებს ენიჭებათ უპირატესობა, ამ კონტიგენტის რიცხვი კი საკმაოდ დიდია. აღნიშნული რისკჯგუფის პირების ტესტირების შემდეგ, ლობორატორიის სიმძლავრეების მიხედვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან რეგულირდება, რეზერვის არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი დამატებით ატარებს სხვა მოქალაქეებთან ამბულატორიულ კვლევებს. ამბულატორიულად გატესტვა ხდება ცოცხალი რიგის მიხედვით. აქ, ბრძოლის ხაზი გადის მოქალაქეზე. რაც უფრო დაცული იქნება და გაითვალისწინებს ყველა არსებულ რეკომენდაციას, ამ დაავადებას გავრცელების ნაკლები შანსი აქვს. წითელი ხაზი სწორედ გადის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და პირადი უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვაზე." - აღნიშნავს კლინიკის დირექტორი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომლებიც
13:57 / 28.11.2020
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და
შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
12:53 / 28.11.2020
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
,,ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს
13:57 / 27.11.2020
,,დენდი
,,დენდი" 100 000 ლარის ფარგლებში კიდევ სხვა საახალწლო აქსერუარების გამოგზავნას აპირებს.
13:21 / 27.11.2020
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი -
545 მლნ ლარია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის საერთო ბიუჯეტი - 545 მლნ ლარია.

12:56 / 27.11.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.