ახალი ამბები
16 ნოემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს.

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – შვიდი, შიდა ქართლში – ორი, ხოლო ქვემო ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 – აჭარაში, 1 248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში – 32. სულ 6 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში – 17 779, იმერეთში – 5 230“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ალან სოსლანის ძე ჯაფარიზე ქ. ცხინვალის მიმდებარედ, 2021 წლის 10
იანვარს დააკავეს.

ალან სოსლანის ძე ჯაფარიზე ქ. ცხინვალის მიმდებარედ, 2021 წლის 10 იანვარს დააკავეს.

22:37 / 14.05.2021

გორში, 20 მაისიდან, საზოგადოებრივ
ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება
შესაძლებელი
გორში, 20 მაისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი
18:45 / 14.05.2021
პირველ ეტაპზე, შეარჩიეს: გორის მუნიციპალიტეტში ცენტრალური
(სტალინის) გამზირი, კასპის მუნიციპალიტეტში
პირველ ეტაპზე, შეარჩიეს: გორის მუნიციპალიტეტში ცენტრალური (სტალინის) გამზირი, კასპის მუნიციპალიტეტში
17:44 / 14.05.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
11:15 / 14.05.2021
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით
სარგებლობას არ კრძალავს.
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.
11:06 / 14.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა
,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.