რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები,
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით,
სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, – ამის
შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
„საბას“, „ლიტერასა“ და „საგურამოს“ პრემიების ლაურეატმა, ასევე
ვირჯინია ვულფის, სილვია პლათისა და შექსპირის მთარგმნელმა ბოლო
კრებული „ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს“ 2026 წლის შემოდგომაზე
გამოსცა.
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი
სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში
გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში
მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ
მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები