რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 476 ადამიანი 20 ლარით დაჯარიმდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 553 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 77 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 476 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – აცხადებენ უწყებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ვეცდები, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ, რაც ვნახე და გავიარე.
12:57 / 06.10.2026
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი
გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები
აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
20:50 / 05.10.2026
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც
საზოგადოებაში ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურად იცნობენ, სოციალურ
ქსელში დაწერილი კომენტარების გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომელსაც საზოგადოებაში ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამსახურად იცნობენ, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო კასპში მცხოვრებ ორ მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
19:59 / 05.10.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის
მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო,
შეფერხებულია.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, შეფერხებულია.
18:36 / 05.10.2026
ხელოვანი ფრესკულ მხატვრობაში 20 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის
განმავლობაში შიდა ქართლსა და თბილისში 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
ხელოვანი ფრესკულ მხატვრობაში 20 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში შიდა ქართლსა და თბილისში 20-მდე ეკლესია აქვს მოხატული.
17:37 / 05.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.