რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
გორის მერი და პოლიციის უფროსი ბიუჯეტის ფულით არემონტებენ დამტვრეულ Lexus RX 300-ს
შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ილია კვაღინაძე Lexus RX 300-ს არემონტებს. ამის თაობაზე შესყიდვების სააგენტოს 5 აპრილს მიმართა. მანამდე, 3 აპრილს, ამავე მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რაზეც 14 000 ლარს ხარჯავს.

მერიაც და პოლიციაც ხარჯთაღრიცხვაში მანქანის სახელმწიფოს ნომერს არ უთითებენ. ჩვენ ხელთ გვაქვს ინვოისი, რომელიც პოლიციის უფროსს თეგეტა მოტორსიდან მიაწოდეს. ინვოისის მიხედვით, მანქანას ფარები აქვს შესაცვლელი.

პოლიციის უფროსმა შესყიდვების სააგენტოს განუმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების შეკეთება სასწრაფოა, რადგან ფაქტის წინაშე, მოულოდნელად დადგა.

რაც შეეხება გორის მერიის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას, ამ დოკუმენტის მიხედვით, მანქანას შესაცვლელი აქვს უკანა ბამპერი, გამოსაცვლელი აქვს ამურტიზატორები. დაზიანებულია სამუხრუჭე ხუნდები, საავარიო ბალიშები და ა.შ. დაზიანებულია საწვავის ავზიც, მათ შორის, მერია უთითებს, რომ მანქანა შესაღებია.

ცნობისათვის, გორის მერიამ მანქანები თხოვების უფლებით შს სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს რამდენიმე წლის წინ გადასცა. პოლიციის უფროსის მოადგილედ კი მუშაობდა დღევანდელი გუბერნატორი, მამუკა საღარეიშვილი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანებთან გუბერნატორის ადმინისტრაციას კავშირი არა აქვს:

,,იმ დროს, როდესაც მამუკა საღარეიშვილი პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, გორის მერიის მხრიდან გადაცემულ მანქანებს შორის, არც ერთი იყო მისი დეპარტამენტს სარგებლობაში. რაც შეეხება დღევანდელ მანქანებს, რაიმე კავშირი ამ მანქანებს შორის, მისთვის ცნობილი არაა'' - გვითხრეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მანქანა საკრებულოს თანამდებობის პირებს ემსახურებოდა და მისი ნომერია II371JJ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა მანქანის ნომერი არ მოგვაწოდა.

ფოტოზე: მარჯვნიდან პოლიციის უფროსი ილია კვაღინიძე, გორის მერი კოტე თავზარაშვილი და გუბერნატორი მამუკა საღარეიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.