მოსახლეობის თქმით, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
სასმელი წყალი მათ 90-იანი წლების შემდეგ არ მიეწოდებათ.
,,ორი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. ჯერ ერთი ის, რომ ჩვენს დასახლებას წყალი არ აქვს და მეორე კიდევ ის, რომ ჩვენი სახსრებით გაკეთებულ ჭებს აბინძურებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კანალიზაცია, რადგან მილები არასწორად ჩაყარეს და როცა ივსება, მერე ჩვენს ჭებში გადმოდის. წყალს საშინელი ფეკალიების სუნი აქვს. უკვე რამდენი ადამიანი მოიწამლა. ლაბორატორიულადაც შევამოწმეთ და გვითხრეს, არამარტო სასმელად, იატაკის მოსაწმენდადაც არ ვარგაო. ბორჯომშიც შევამოწმეთ და ხაშურის ლაბორატორიაშიც.’’ - აღნიშნავენ მაცხოვრებლები.
როგორც ირკვევა, 2016 წლის ზაფხულში ხაშურის გამგეობაში საჩივარიც შეიტანეს.
,,მერე ვიღაცები გამოგზავნეს წყალკანალიდან. ის მილი, საიდანაც ჩვენს ჭაში კანალიზაცია გადმოდის, რაღაც ძონძებით გაბიდნეს და ამით დაამთავრეს საქმე. როგორც ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა ვიცით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ორჯერ გადმოირიცხა თანხა ამ დასახლებისათვის, რომ აქ წყალი გამოეყვანათ. ეს იყო გურასპაშვილის დროსაც და უფრო ადრეც და ეს თანხები, რომელიც ჩვენთვის იყო გადმორიცხული, არ აითვისეს და სხვა რაიონებს გადაურიცხეს. ერთხელ რუსთავსაც კი. ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით .’’ - ამბობენ ისინი და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
,,აუცილებლად მივმართავთ უკიდურეს ზომებს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ვერაფერს აგვარებს ზემდგომ ორგანოებთან ვუჩივლებთ. საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ მთავრობა, რასაც ესენი აკეთებენ. გზასაც გადავკეტავთ თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ’’ - ამბობენ ბორჯომის ქუჩის მაცხოვრებლები.
ხაშურის მერიის პრესსამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Qartli.ge-ს უთხრეს, რომ ხაშურის წყალმომარაგების მოწესრიგება 2020 წლიდან უკვე დაგეგმილია და მანამდე მერიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ ეტაპზე პრობლემის გადასაჭრელად კი გაერთიანებულ წყალმომარაგებაში გადაგვამისამართეს.
,,2020 წლიდან ყველა უბანს, ყველა ოჯახს ექნება წყალი და კანალიზაცია. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. პროექტი საქართველოს მთავრობის არის და საფრანგეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. ხოლო თუ კანალიზაცია ბორჯომის ქუჩის მაცხოვრებლების ჭებს აბინძურებს ამაზე გაერთიანებულ წყალმომარაგებას უნდა მიმართოთ’’ - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს რომ საკითხს შეისწავლიან და არაუმეტეს ორი დღისა მათი წარმომადგენლები სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები